ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3265
ObjectID: 3265
ID: 3265
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი სამსართულიანია. იგი აგურითაა ნაშენი და მთავარი ფასადით ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური U-ს ფორმა აქვს. მას სამ ნაწილად ყოფს ფასადის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალიტები, რომლებიც ისევეა დამუშავებული, რომგორც ფასადის დანარჩენი ნაწილები. მთავარი ფასადის პირველ სართულზე ორი სადარბაზოში შესასვლელი კარი და ერთი ეზოში გასასვლელი გვირაბია. კარები შეცვლილია თანამედროვე უსახური რკინის კარებით, ხოლო გვირაბს შემორჩენილი აქვს ავთენტური ლითონის ჭიშკარი, ნაჭედი ელემენტებით. მთავარი ფასადის სამივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი. იგივე რიტმს იმეორებს სარკმლების ქვევით განლაგებული სწორკუთხედში ჩასმული მარტივი დეკორი. ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები. მთავარი ფასადის II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში, რომელშიც შესვლა ვერ მოხერხდა. ქუჩის მხრიდან ფასადს მიშენებული აქვს მოაჯირიანი სარდაფში ჩასასვლელი. ფასადის მცირე ნაწილს, პირველ სართულზე შეცვლილი აქვს პირვანდელი სახე; გადაღებილი და გარემონტებულია. შენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ნალესობა დაზიანებულია. ფასადზე ბზარები გამოდის. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონეც. რეკომენდაცია – რეაბილიტაცია-რესტავრაცია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4925
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./13
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.7966097
Y: 41.71392345