CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3264
ObjectID: 3264
ID: 3264
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი სამსართულიანია, აგურით ნაშენი და მთავარი ფასადით ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. შენობა მორთულია XIX, XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ევროპული არქიტექტურიდან აღებული ნალესი პროფილებით. მთავარი ფასადის I სართულის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი და ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს, სადა ნაჭედი ელემენტებით. მთავარი ფასადის სამივე სართულს ვერტიკალურად ანაწევრებს ღიობების რიტმი და პილასტრები, რომლებიც სამივე სართულზე განსხვავებული სახისაა. I სართულზე რუსტირებული, ხოლო დანარჩენ ორზე _ დეკორატიული ელემენტებით შემკული. ფასადის სამივე სართულს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები და საფასადო სიბრტყე დამუშავებულია დაბალი რუსტირებული ლესვით. ღიობები მორთულია პროფილირებული საპირეებით, რომელთა ცენტრში განთავსებულია საჭექი ქვები (ნალესი). მთავარი ფასადის II და III სართულზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, თუ არ გავითვალისწინებთ III სართულის აივნების თავზე მოწყობილ გადახურვებს. სადარბაზო სადა ლითონის მოაჯირიანი ორმარშიანი კიბით. სადარბაზოს კარი ხისაა, პროფილირებული ელემენტებით და დღეის მდგომარეობით დაკარგული აქვს ლითონის, სავარაუდოდ ნაჭედი ცხაურები და მათ ნაცვლად შევსებულია ლითონის ზოლოვანი ფურცლებით. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს შერჩენილი აქვს პირვანდელი სახე, ხოლო ნაწილი მოსახლეობის მიერაა სახეცვლილი. შუშაბანდების ნაწილს აქვს ჭვირული მოაჯირები, ნაწილს ხის გულიანი, ხოლო ნაწილს თანამედროვე მასალით მოპირკეთებული. II და II სართულის შუშაბანდების ხის სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული თავსართები. I სართულის დონეზე არის თანამედროვე უსახური მინაშენები. ეზოს გასწვრივ ფლიგელში მოჩანს მეორე სადარბაზო. სახლს აქვს სარდაფი, რომელსაც არ იყენებენ. გვერდით ფასადზე და ეზოს კედლებზე მოჩანს სახლის გამაგრების დროს მოწყობილი ლითონის მჭიმები, რომლებიც ეზოს ფასადებზეც არის. ვიზუალური შეფასების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართობით და მობინადრეთა მიერ გადაკეთებებით. არამდგრადია როგორც თავად ძირითადი ნაწილი, ასევე ეზოს ფასადების ხის შუშაბანდებიც. მთავარი ფასადის ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია და დაზიანებული. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შენობა მოითხოვს გამაგრებებს, საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4926
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79554762
Y: 41.71384542