{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3257?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3257?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3257?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3257",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3257,
    "ID" : 3257,
    "Name" : "ყოფ. #27 საშუალო სკოლა, ამჟამად გაურკვეველია მისი სახელი (სახელი არ ააქვს მიკუთვნებული)",
    "FullName" : "# 27 საშუალო სკოლა",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX დასაწყის დასაწყისის შენობა 1990 წელს ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ამის შემდეგ ნაგებობა რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გაამაგრეს და შენობაში თბილისის 27-ე საშუალო (საჯარო) სკოლა გადმოვიდა. ბოლო წლებში დ. აღმაშენებლის გამზირის ამ მონაკვეთის განაშენიანების მასიურად განხორციელებული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ეს შენობა კერძო პირზე გაიყიდა. ამჟამად დაკეტილი და უფუნქციოა (შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი სადარბაზო ვესტიბიულისა და ეზოს უკეთ დათვალიერება). \nნაგებობა მასიურ, კაპიტალურ ნაგებობას წარმაოდგენს, რომელიც მთავარი, ჩრდილოეთის ფასადით დ. აღმაშენებლის გამზირზე გამოდის. გეგმარებით ხაზოვანი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას. ცენტრალური ფასადი დიდი ღიობებით, ცრუ თაღებში მოქცეული ლოჯიებით, ტერასული გადახურვის მქონე პორტიკით და ძუნწი დეკორით, ეკლექტური იერის, მაგრამ მოდენრული ფიზიონომიის ნაგებობას წარმოადგენს. შენობის მანამდე არსებული იერსახე რესტავრაციამ საკმაოდ შეცვალა და შედარებით მწყობრი ხასიათი შესძინა. ჩრდილოეთის, ქუჩაზე გამომავალი ფასადი ორ განაპირა რიზალითურ შვერილით დგას წითელ ხაზზე, ხოლო სიმეტრიის ღერძზე მოთავსებული ერკერით გაფორმებული მოცულობა სიღრმეშია შეწეული. მოსალოდნელი კურდონერის ტიპის ეზოს ნაცვლად, პირველი სართულის შვერილ კედლებს სარდაფის მაღალ სართულში ჩამავალი ორმხრივი კიბეები ებმის. რიზალითები მეორე-მესამე სართულზე ქვის მოაჯირიანი ლოჯიებით იხსნება, ხოლო პირველ სართულზე, მარცხნივ ეზოს მაღალი ჭიშკარია მოთავსებული (გვირაბული გასასვლელით რომ უკავშირდება ეზოს), მარჯვნივ _ სარკმელი. ჭიშკრიან რიზალითსა და ფასადის სიღრმეში შეწეულ კედელს შორის, დახურული პორტიკია ჩადგმული, რომლის ღია ტერასას ლოჯიების მსგავსი ქვის პარაპეტი საზღვრავს. სწორედ ეს პორტიკი წარმოადგენს შენობაში შესასვლელ სადარბაზო-ვესტიბიულს. მაღალ ცოკოლზე შესმული შენობა გარდა სამი მასშტაბური ვერტიკალისა (რიზალითები, ერკერი), ასევე შთამბეჭდავ ჰორიზონტალურ სარტყლებსაც მოიცავს _ მეორე სართულის დამაგვირგვინებელი დეკორატიული თაროსა და პროფილირებული კარნიზის თავზე მოქცეული მაღალი ყრუ პარაპეტის სახით. სახურავის ზონაში, მძლავრ წყვილ კრონშტეინეზე შესმული ორი სართულის გამაერთიანებელი ერკერი, მშვილდათაღოვანი ფრონტონით სრულდება, ხოლო განაპირა რიზალითები მათ თავზე მოქცეულ ყრუ პარაპეტს, კიდეებთან ოვალური ფორმის ქონგურებით მონიშნავს. ფასადის ყველა კარ-სარკმლის ღიობი სწორკუთხაა, ალათების გარეშე. გამონაკლისია პირველი სართულის მარჯვენა რიზალითის ორდგარიანი ფანჯრისა და პორტიკის შესასვლელის ნახევარწრიული თაღი, ხოლო ალათების გამონაკლისს მესამე სართულის სარკმელთა საყრდენი თაროებია. ფასადის დეკორი სადა და ძუნწია. მის ჩამონათვალში შედის მესამე სართულის სარკმლების ქმეოთ განლაგებული გირლანდებით შემკული მედალიონები, ვარდულებითა და გირლანდებით დამშვენებული ქონგურები, რიზალითებში ცრუ მშვილდათაღის შემომსაზღვრელი ყვავილოვანი გირლანდა. \nრიგი მიზეზის გამო (შენობა დაკეტილია), ვერ მოხერხდა ინტერიერის, ეზოს ფასადების მიმოხილვა, თუმცა მეზობელი შენობის ეზოდან ირკვევა, რომ სახლის უკანა ფასადი მოზრდილ სპორტულ მოედანს უკავია (ყოფილი სკოლის მემკვიდრეობა). ასევე ცნობილია, რომ შენობის სადარბაზო-პორტიკი მოზაიკური იატაკით, რკინისმოაჯირიანი მარმარილოს კიბეებით არის გაფორმებული. შენობის ავთენტურობა სანახევროდაა დაცული, ძირითადად, სადარბაზო უჯრედისა და ფასადის რიგი ელემენტების სახით. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4182",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./170",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაგანმანათლებლო, სამეცნიერო\u003e\u003eსკოლა;სხვა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789630770000002,
    "Y" : 41.719572880000001
  }
}