ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3254
ObjectID: 3254
ID: 3254
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ნაგებობა სამსართულიანია, აქედან სრული სართულების რაოდენობა ორია, ნაშენია ძველი აგურით. არ არის არც ნალესობის, და არც საღებავის ფენა. შესაბამისად, სწორედ, აგურის წყობა ქმნის ნაგებობის ძირითად, მხატვრულ მახასიათებელს. ქვედა, არასრული, პირველი სართული ოდნავ გამოზიდულია შენობის ზედა ნაწილთან შედარებით, თითქოს საფუძველს უქმნის ზედა ორ სართულს. ამ კვეთაზე იქნმება ერთიანი სარტყელის ზოლი, რომლის ქვედა არე შელესილი და შეღებილია. ამ მონაკვეთზე აღარანაირი დეკორატიულული მოტივი აღარ არის, საფიქრებელია, რომ ისინი სწორედ, ამ გვიანდელ შელესილობას შეეწირა. ნაგებობას სამ დონეზე ოთხი ღიობი აქვს - ორი კარი და ორი თითქმის, კვადრატული ფანჯარა. ამ მხარეს არსებული კარი, რომლიდანაც რამდენიმე საფეხური ეშვება ქვემოთ, მხოლოდ ამ დონეზე შედის. ზედა სართულებში მოსახვედრი კარი ნაგებობას ეზოს მხრიდან აქვს. მეორე სართულზეც ოთხი ღიობისთვის განკუთვნილი არე იკვეთება, თუმცა, მესამე ფანჯარა (მარცხნიდან მარჯვნივ) ამოშენებულია, მეორე კი მცირე ზომის აივანზე გამავალი კარია. კომპოზიციური გეგმარების მიხედვით, მესამე სართულიც ანალოგიურია. აქაც ოთხი, სიმეტრიულად განთავსებული ღიობიდან ერთი აივანზე გამავალი კარია. ის ქვედა აივნის თავზე მდებარეობს, თუმცა ამ უკანასკნელის ზომები ბევრად უფრო დიდია. ორივე აივანი ლითონის მასალისაა და გვიანდელია. ქვედა აივნის გასწვრივ, კედელში სარეცხის საშრობი ლითონის მილებია ჩამონტაჟებული, რაც ფასადის საერთო ხასიათში არაორგანულად ეწერება. ნაგებობას პარაპეტის ზოლი აგვირგვინებს. რაც შეეხება შენობის მთავარი ფასადის დეკორატიული მოტივის თავისებურებას, მას ძირითადად აგურის წყობის ნაირგვარობა ქმნის. ფასადს ორ ნაწილად ჰყოფს მეორე და მესამე სართულის მთელ სიმაღლეზე ჩამოყოლებული სადა, ბრტყელი და განიერი სამი პილასტრის ზოლი (ფასადის ორივე კიდეში და შუაში). ღიობების თავზე ყველგან ვერტიკალურად დალაგებული აგურების ოდნავ, განშლადი სილუეტით შექმნილი მოჩარჩოებაა. მეორე სართულის ფანჯრების თავზე კი სანდრიკებია კრონშტაინებზე დაყრდნობილი. განაპირა ფანჯრების სანდრიკები სამკუთხაა, კარის გვერდითი, გაუქმებული ფანჯრის სანდრიკი კი მშვილდისმაგვარია. სავარაუდოდ, ასეთივე უნდა ყოფილიყო კარის თავზეც, ამავე სართულზე თუმცა, მისგან მხოლოდ ქვედა საფუძველი და კრონშტეინებია შემორჩენილი. დეკორის ზედა ნაწილი, როგორც ჩანს, მესამე სართულის აივანს შეეწირა, რაც ამ უკანასკნელის გვიანდელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნაგებობას ქვემოთ მიმართული კბილანებიანი კარნიზი მიუყვება. ფანჯრების ქვედა არეში ჩასმულია ვერტიკალურად განთავსებული, ჩაღრმავებული მართკუთხედები. მთელი ეს შემკულობა მხოლოდ, აგურის სხვადასხვა ტიპის განლაგება-განთავსების შედეგადაა მიღწეული და შექმნილი. ნაგებობას მარჯვენა მხრიდან გვერდითი, სრულიად სადა ფასადი აქვს, აქვეა შესასვლელი ძალიან პატარა, გვიანდელი მინაშენებით სრულად დატვირთულ ეზოში. ამ მხრიდან შენობის პირვანდელი სახე, პრაქტიკულად, აღარ არსებობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3867
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ახვლედიანი ელენეს აღმ./15
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.81075885
Y: 41.69656476