{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3249?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3249?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3249?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3249",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3249,
    "ID" : 3249,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX საუკუნის დასაწყისის შენობა კომპლექსურ, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომელიც მთავარი, აღმოსავლეთის ფასადით გამოდის ბორჯომის ქუჩაზე. 1930-იან წლებში პირვანდელ ორსართულიან შენობას დაემატა მესამე, რომელიც თბილისის კინოსტუდიის თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი. გეგმარებიტ რუსული ,,პ”-ს ფორმის სახლი სამხრეთით ოდნავ დაქანებულ რელიეფზე გადაჭიმული, ძალიან გრძელი ფასადით იქცევს ყურადღებას. ფსევდო-კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი საფასადო კომპოზიცია მასათა სიმეტრიული გადანაწილებას ეფუძნება: სიმეტრიის ღერძზე ეზოში შემავალი ჭიშკარია მოთავსებული (ავთენტური კარებები გამოცვლილია), თავსზემოთ პროფილირებულ ჩარჩოში მოქცეული დეკორატიული ვარდულით გაფორმებული, მის ორსავე მხარეს კი თითო სადარბაზო კარია, წყვილი სადარბაზო შესასვლელებია გაჭრილი შენობის განაპირა ფრთებშიც (შენარჩუნებულია ავთენტური ფრამუგიანი კარებები, ლომის თავის გამოსახულებიანი რკინის ცხაურებით). ყველა სადარბაზოსი ხის კიბეებია. ჭიშკრისა და სადარბაზო შესასვლელთა სასაზღვრო არეები ფლანკირებულია პილასტრული სარტყლებით, რომლებიც პირველ სართულზე რუსტის წყობით არის დეკორირებული, ხოლო მეორე სართულზე მათ ვერტიკალიზმს კანელურებით დაღარული და პროფილირებული სვეტისთავებით შემკული პილასტრები აგრძელებს. კედლები სადად შელესილია, მხოლოდ მესამე დაშენებულ სართულზე გვხვდება ნალესობაში ამოკაწრული რუსტის წყობა. შენობის ზედა სართულებზე რკინის მოაჯირიანი აივნებია სიმეტრიულად შეკიდული (უხეშად მიშენებულია მხოლოდ ერთი აივანი მეორე სართულზე), ჭვირულ-ორნამენტირებული მოაჯირი აქვთ მეორე სართულის აივნებს, მესამე, დაშენებული სართულის აივნებს მარტივი, გეომეტრიულ კვეთაზე აგებული მოაჯირის კომპოზიცია აქვთ. ღიობთა ფორმა ისევე, როგორც დეკორატიული სამკაული, იერარქიულად ნაწილდება ფასადზე, რომელზე მხატვრული დატვირთვით გამორჩეულია მეორე სართული, ანუ, პირვანდელი პროექტის ზედა სართული. ფასადზე განლაგებული კარ-სარკმელთა ფორმა სწორკუთხაა, მეორე სართულის ნახევარწრიული მოხაზულობის სარკმელთა გამოკლებით. სარკმელთა ღიობები პირველ სართულზე პროფილირებულ ჩარჩოში ზის და დეკორატიული პარალეპიპედის ფორმის თარო ამკობს ქვემოდან; მეორე სართულის თაღოვანი ღიობების ზედა პროფილირებული მოჩარჩოების ქუსლი კანელურებიანი პილასტრების თაროებს ეყრდნობა; მესამე დაშენებული სართულის სარკმლები უსამკაულოა. \nშენობის გვერდითა ფასადები მეზობელ შენობებს ებჯინება და ყრუა, ხოლო უკანა ეზოს ფასადი, რომლისკენაც გრძელი ბრტყელჭერიანი გვირაბული გასასვლელი მიემართება, პირველი შეხედვით ქაოტური განაშენიანების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ახლოდან დაკვირვებით, ძირითადი კონტურები და მასები იკვეთება. ეზოს დასავლეთით მიმართული ფასადი თავდაპირველად ღია აივნებით იხსნებოდა, რომლებიც შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა შუშაბანდებად გადაკეთდა. აივანთა მოაჯირები ჭვირული ორნამენტით იწონებს თავს, ალაგ მჭიდროდ შეფიცრულია (როგორც ჩანს, ჩასმულია დაზიანებული ჭვირული მოაჯირის  გამოცვლის შემდეგ), ხის წახნაგოვანი სვეტები ასევე ჭვირული კაპიტელებით არის შემკული. ეზოს ფასადზე, განსაკუთრებით კი ქუჩისკენ გამავალი ღრმა გვირაბის თავზე, ბევრი გვიანდელი დაშენებაა, ასევეა მცირე მინაშენებიც. ფასადზე ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრთებზე მიდგმული ორი რკინის ხვეული კიბე, მათ გარდა შენობის კიდურა ფრთებზე კიდევ ორი, ორმარშიანი კიბე გვხდება. სარდაფები ეზოს მხრიდან არის მთელი პირველი სართულის პერიმეტრზე გახსნილი და მატი მიახლოებიტი სიმაღლე 2 მეტრია. საკმაოდ მოზრდილი ეზოს ფართობი მასში ჩადგმული დამატებითი საცხოვრებელი ფართებისა და ჩრდილოეთით ორსართულიანი აივნიანი სახლის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეზო მცირედ გამწვანებული და კეთილმოწყობილია. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ქუჩის ფასადზე, სადაც ჩამოშლილია ნალესობა, გაშიშვლებულია აგურის წყობა, დაზიანებულია პროფილირებული სართულშუა თარო და კარნიზი, ჩამომდინარე წყლისგან დანესტილი და დაზიანებულია აივანთა იატაკები, ეზოს მხარეს მოძველებულია ხის კონსტრუქციები. შენობა საჭიროებს გადაუდებელ სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ავთენტურობის შენარჩუნების თვალსაზრისით შენობას გარკვეული დანაკარგები აქვს, განსაკუთრებით, ქუჩისპირა ფასადის პირველ სართულზე, სადაც ერთი სადარბაზო კარი რკინის კარითაა შეცვლილი, ორი სარკმელი კი ცოკოლშია ჩაჭრილი და კარად არის გადაკეთებული (სავაჭრო-მომსახურების მიზნით ფართების ათვისებთ). ამავე ფასადზე მიშენებულია აივანიც. ეზოს მხარეს კვლავ უამრავი მინაშენის არსებობის გამო დაკარგულია პირვანდელი გალერეებიანი ფასადის ავთენტურობა. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ შენობის მეტიწილი ავთენტურობა შემორჩენილია, რაც განაპირობებს ამ შენობის აუცილებელ ფიზიკურ შენარჩუნებას და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვას.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3984",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბორჯომის ქ./6",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791451960000003,
    "Y" : 41.7193331
  }
}