{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3246?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3246?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3246?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3246",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3246,
    "ID" : 3246,
    "Name" : "კაზინო",
    "FullName" : "კაზინო",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა ერთსართულიანია და ქვითაა ნაგები. ადრე ფასადები გადაღებილი იყო და გალესილი შენობის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ფასადი გაიწმინდა და აღმოჩნდა, რომ თავად სახლი, ფასადების დეკორატიული ელემენტები და დეტალები ქვაში იყო გამოთლილი. იგი ორდერული არქიტექტურის იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდებარე განაშენიანებაში. \nშენობას გეგმაში მართკუთხედის ფორმა აქვს და მთავარი ფასადით აღმასენებლის გამზ-ზე გამოდის. მისი ჩიხში გამავალი ფასადის კუთხე დიაგონალზეა წაკვეთილი, რომელის საფასადო სიბრტყის დამუშავება (მთავარი შესასვლელის იდენტური) მიუთითებს იმაზე, რომ ადრე აქაც კარი იყო. დღესდღეობით იგი ამოშენებულია და სარკმელია ჩაყოლებული. \nუკანა ფასადს აქვს მინაშენი, რომლიდანაც ვხვდებით თავად შენობაში და ასევე სარდაფში. \nფასადის ცენტრში კარის ღიობია, პროფილირებული საპირით. მას თავზე ასევე პროფილირებული თარო გასდევს, რომელიც კრონშტეინებს ეყრდნობა. ამ მონაკვეთის მშვენებაა ქვაში ნათალი გირლანდა. კარის გვერდებზე აქეთ-იქეთ ორი დიდი ხის ვიტრინაა, რომლებიც სტილიზებული იონური ორდერის, გლუვტანიანი და ენტაზისიანი კაპიტელებითაა შემოსაზღვრული. ფასადის განაპირე კიდეები ქვაში გამოყვანილი რუსტიკითაა დამუშავებული. იდენტურადაა დამუშავებული ჩიხში გამავალი ფასადებიც. \nშენობას თავზე, მთელ პერიმეტრზე ანტაბლემენტი გასდევს და მის თავზე პარაპეტია. შენობის კუთხეებში ქვის ტუმბოებია და მათ შორის ბალუსტრადა. ტუმბოებზე დეკორატიული ლარნაკებია დამონტაჟებული. პარაპეტი ცენტრში მრუდხაზოვნადაა ამაღლებული, წრიული დეკორის გარშემო ფლორისტული ორნამენტიკაა, ესეც ქვაშია გამოთლილი. ჩიხის გადაღმა, აღმაშენებლის გამზირის #109-ს მიბჯენილია პილონი, რომელიც #111-ის ნაწილს წარმოადგენს. იგი ისევეა დამუშავებული, როგორც ფასადის პილონები. სავარაუდოდ, შენობასა და პილონს შორის ლითონის ჭიშკარი იყო, რომლის აღდგენაც ვერ მოხერხდა, მოსახლეობის ხელშეშლის და ზემოთხსენებული პილონის უკან არსებული მინაშენის გამო. \nშენობა წარმოადგენს აღმაშენებლის გამზირის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-არქიტექტურული სახის შექმნაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4133",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./111",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795430199999998,
    "Y" : 41.712428150000001
  }
}