CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3244
ObjectID: 3244
ID: 3244
Name: სასტუმრო "ევროპა"
FullName: სასტუმრო "ვეტცელი"
Description: შენობა ლ. ბილფელდის მიერ XIX ს-ის ბოლოსაა აშენებული, და სასტუმრო "ვეტცელი" იყო განთავსებული. შენობის ფასადები ბაროკული ეკლექტიზმის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. იგი აღმაშენებლის გამზირისა და ზ. ჭავჭავაძის ქ-ის კვეთაზეა და მთავარი ფასადით აღმაშენებლის გამზ-ზე გამოდის. ზ. ჭავჭავაძის ქ-ის მხარეს შენობას წაგრძელებული ფასადი აქვს. დღეის მდგომარეობით ამ მონაკვეთის ნაწილი დანგრეულია. შენობა მიტოვებულია და დანგრევის საფრთხის წინაშე დგას. მთავარი ფასადის განაპირა მხარეებზე მკვეთრად გამოხატული რიზალიტები აქვს, რომელთა შორის I სართულის კოლონადიანი ლოჯიაა მოქცეული (ბალუსტრადით). მის თავზე გადმოკიდებული ვერანდაა, რომელიც შემოსაზღვრულია თუმბოებს შორის ბალუსტრებიანი მოაჯირით. კოლონადის უკან, სიღრმეში, შენობაში შესასვლელია, სიმეტრიულად გაფორმებული ჩირაღდნებიანი ჰერმესის ფიგურებით და ხელოვნური მღვიმეებით. ფასადის ეს მონაკვეთი უხვად არის შემკული ლითონის ჭედური ელემენტებით. რიზალიტების II სართულებზე ლითონის, მაღალი მხატვრული ღირებულების აივნები ამკობს, რომლებიც რიზალიტების შესაბამისად, სხვადასხვა ზომისაა. ასევე ლითონის აჟურული, შეკიდული აივნების ფასადის ცენტრალური ნაწილის III სართულზე და გვერდითი ფასადის II და III სართულებზე (სამწუხაროდ დაკარგულია). ფასადების I სართულის საფასადო სიბრტყე დამუშავებულია ხორკლიანი რუსტიკით, ხოლო ზედა ორი სართული ზოლოვანი ნალესობით. ფასადებს მართკუთხა ღიობების რითმი ანაწევრებს. II სართულის ღიობებს პროფილირებული, მხატვრულად დამუშავებული სანდრიკები ამკობს. ფასადებს, (იმას რაც შემორჩა) აგვირგვინებს დეკორირებული მოდულიონების რიგზე დაყრდნობილი, დიდ კვეთის, პროფილირებული კარნიზი და მაღალი ხარისხით შესრულებული, დახვეწილი პროპორციების მქონე მანსარადა, რომელიც დაფარულია თუნუქის ე.წ. ქერცლით. დღესდღეობით აქ შეჩერებულია სამუშაოები, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის შენობას. აღწერილი შენობა თავისი მასშტაბით, მორთულობით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწვეტით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4127
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./103.ჭავჭავაძე ზურაბის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
InitialFunction: საცხოვრისი>>სასტუმრო;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>სასტუმრო;
სავაჭრო;კულტურა>>ბიბლიოთეკა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79626612
Y: 41.71161465