{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3242?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3242?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3242?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3242",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3242,
    "ID" : 3242,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "დავით აღმაშენებლის გამზირის #117 მდებარე საცხოვრებელ სახლს საფუძვლად დაედო პ. შტერნის მიერ 1894 წელს შედგენილი პროექტი. სახლი სამსართულიანია, მანსარდით და მას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს გეგმაში. იგი ე.წ. \"ნიკოლოზის\" აგურითაა ნაგები. ფასადები შელესილია და შეღებილი. \r\n2010 წელს სახლის ძირითად ნაწილს ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები (საძირკვლების გამაგრება და კედლების არმირება), ფასადებს კი რესტავრაცია-რეაბილიტაცია. \r\nსახლის ქუჩის ფასადი მთლიანად რუსტიკით არის დამუშავებული. სწორკუთხა ფორმის კარ-ფანჯრების ღიობები მთელს ფასადზე არათანაბარზომიერი რიტმით ნაწილდება. საფასადო სიბრტყე დანაწევრე­ბულია ჰორიზონტალური პროფილირებული კარნიზებით სართულშუა გადახურვისა და ფანჯრების რაფის დონეზე. ხოლო ვერტიკალურად დაღარული რუსტირებული პილონებით. I სართულზე სავაჭრო ობიექტებია განლაგებული დიდი ხის ვიტრინებით. ფასადის მორთულობა აღდგა საარქივო მასალებზე დაყრდნობით (რუსტიკა და მარცხენა კიდეში დეკორატიული პილასტრები). ცენტრალურ ნაწილში ეზოში გასასვლელი გვირაბია ლითონის ჭედური ჭიშკრით, მცენარეული და გეომეტრიული მოტივით შესრულებული და სადარბაზოს ხის, ორფრთიანი კარი. სადარბაზოს კარის ორივე მხარეს ხის, კანელურებიანი პილასტერბია იონიური კაპიტელებით, რომლის თავზეც დეკორატიული არქიტრავია დაყრდნობილი და სამკუთხა ფრონტონი. სადარბაზოში შესასვლელის თავზე, II სართულის დონეზე მრგვალი სარკმელია, რომლის ქვეშაც ნაძერწი გირლანდაა სახლის მეპა­ტრონის ლათინური ინიციალებით. ამ ღერძს აბოლოებს, III სართულის დონეზე, სადარბაზოს მართკუთხედი ფანჯარა თაღოვანი სანდრიკით. სახლს ქუჩის მხრიდან II და III სართულზე რკინის ოთხი აჟურული აივანი აქვს, რომლებიც ერთმანეთის თავზე განთავსდება ფასადის მარჯვენა და მარცხენა ნაწილში. აივნები ერთმანეთისგან მხოლოდ ზომით განსხვავდება. მარცხენა ნაწილში _ უფრო მომცრო ზომის აივნებია, (აქ II სართულის აივნის ორივე მხარეს ე.წ. ფრანგული აივნებია); მარჯვენა მხარეს კი, ორივე სართულზე, უფრო გრძელია. \r\nსახლის მეორე და მესამე სართულზე ნაძერწი ჰერმესის იონიურ კაპიტელიანი კომპოზიციაა. ასევე ყურადღების ღირსია იონიურკაპიტელიანი (II სართ.) და დეკორატიული პილასტერბი (II და III სართ.). III სართულის თავზე ორნამენტებიანი ფრიზია და მის თავზე საკმაოდ მოზრდილი, პროფილირებული კარნიზი. ორივე ფასადს (მთავარი და გვერდითი) აბოლოებს პარაპეტი, ნაშენი ტუმბოების და ლითონის ცხაურების მონაცვლეობით. მთავარი ფასადის აივნების ღერძის გაგრძელებაზე პარაპეტი ამაღლებულია, მას რკალური მოხაზულობა აქვს, სადაც კარტუშია ჩასმული. გვერდებზე ტუმბოებია და მათ შორის ბალუსტრადა. გვერდითი ფასადი გამოირჩევა სადა მორთულობით _ I სართულის დონეზე რუსტიკა, II და III სართულებზე რუსტირებული პილონები და პროფილირებული კარნიზები. \r\nგვირაბით ეზოში ვხვდებით. ფასადები I სართულის დონეზე სახეცვლილია ამოშენებებით. II სართული ძირითადად შემინულია შუშაბანდებით, ხოლო III სართულის ნაწიზე შემორჩენილია ხის აივნები ჭვირული მოაჯირებით და ხის სვეტები პროფილირებული თავსართებით. \r\nსახლი გამზირის არსებულ განაშენიანებაში გამოირჩევა დამახასიათებელი ფასადით და მოცულობით.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4140",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./117",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;\nსავაჭრო;კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eკაფე, ბარი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.795142810000002,
    "Y" : 41.713001679999998
  }
}