CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3241
ObjectID: 3241
ID: 3241
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა ორსართულიანია და მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის. იგი აგურითაა ნაშენი, შელესილია და შეღებილი. შენობის გეგმას ლათინური ასო L-ს ფორმა აქვს. მთავარ ფასადს ორივე მხარეს სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალიტები აქვს, რომლებსაც დანარჩენი ფასადისგან განსხვავებული დეტალები ამკობს. ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები და ნაწევრდება ღიობების რიტმით. ღიობებს პირველ სართულზე პროფილირებული საპირეები აქვთ, შუაში თავსართებით, ხოლო მეორე სართულზე საპირეებთან ერთად თავზე კრონშტეინებზე დაყრდნობილი სწორხაზოვანო სანდრიკები ადგათ. ასევე მეორე სართულზე ღიობებს ქვედა მხრიდან მიუყვება ქვის მართკუთხა პროფილირებული ფილები. რიზალიტიან ნაწილში პირველ სართულზე ეზოში გასასვლელი გვირაბი და სადარბაზოში შესასვლელი კარია, ხოლო მეორე სართულზე ერთი სარკმელი და ერთი კარი, რომელიც ლითონის აჟურულ აივანზე გამოდის. რიზალიტებიანი მხარე ასევე დატვირთულია დეკორატიული ელემენტებით. მეორე სართულის კედელს ანაწევრებს კანელურებიანი პილასტრები დეკორატიული სტილიზებული კორინთული კაპიტელებით. სარკმელს გვერდებში ორი, წრიული ნახევარსვეტი აქვს იონური კაპიტელით, ხოლო კარის ღიობს პროფილირებული საპირე აქვს. ორივე ღიობის თავზე მართკუთხედში ჩასმული გირლიანდაა. აივანი ლითონისაა ჭედური ელემენტებით. გვირაბში გასასვლელი ჭიშკარი ლითონისაა ასევე ჭედური ელემენტებით გაფორმებული. სადარბაზოს კარი ხის არის, შემკულია ხისავე ორნამენტებით და ლითონის ჭედური ცხაურებითა და დეტალებით. სადარბაზო მხატვრულადაა გაფორმებული; აღნიშვნის ღირსია კიბე, რომელსაც ლითონის სხმული ელემენტებიანი მოაჯირი და საფეხურების დასაწყისში კანდელაბრი აქვს. ეზოში არა მარტო გვირაბით ვხვდებით, მას სადარბაზოდან ტალანით ვუკავშირდებით. ეზოს ფასადების პირველი სართული სახეცვლილია გადაკეთებების გამო, ხოლო მეორე სართულზე შემორჩენილია ნაწილობრივ ხის, ღია აივანი და ხისავე შუშაბანდი. გვირაბის მომიჯნავედ მინაშენია. ასევე შემოშენებულია ეზოს ფასადების სხვა ნაწილებიც. პირველი სართულის ქვემოთ მოწყობილია სარდაფში ჩასასვლელი. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი, ბაქოს ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება, გამოირჩევა მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი იერ-სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3922
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79225694
Y: 41.71799454