CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3237
ObjectID: 3237
ID: 3237
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის. იგი სამსართულიანია და შელესილი. მის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. შენობა არ გამოირჩევა ფასადის მორთულობით, იგი სადაა და მისი საფასადო სიბრტყე სამივე სართულზე ჰორიზონტალური ზოლებითაა გაფორმებული. განაპირა ნაწილებში სამივე სართულის სიმაღლეზე გასდევს რიზალიტი. მთავარი ფასადი ღიობების მკვეთრი რიტმით ნაწევრდება. ღიობები სადა, პროფილირებული საპირეებით არის მორთული, რომლთა ცენტრშიც II და III სართულებზე საჭექი ქვებია. III სართულზე ღიობების თავზე სწორხაზოვანი სანდრიკებია განთავსებული, (თუმცა მხოლოდ მარცხენა განაპირა მხარეს ორ ფანჯარას არ აქვს იგი). ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები. II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის აივნები, ჭედური ელემენტებით. სახლის თავზე შემორჩენილია პარაპეტის ნაწილი, სავარაუდოდ ლითონის, ან ხის მონაკვეთები განადგურებულია. I სართულზე, მარჯვნივ, სადარბაზოში შესასვლელი კარი და ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის უსახური ჭიშკარი აქვს. სადარბაზოში შესასვლელი ავთენტური, ხის ფრამუგიანი კარია, რომელიც ფასადისგან განსხვავებით მოდერნის ნიშნებს ატარებს. გვირაბის გავლით ვხვდებით ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს შერჩენილი აქვს ჭვირული, მცირე ნაწილს კი ხის გულიანი მოაჯირები. ხის სვეტებზე შემორჩენილია პროფილირებული თავსართები. ეზოს ფასადზე გამოდის შუშაბანდებიანი სამწახნაგა ერკერი, რომელიც სამივე სართულს აუყვება. ასევე შემორჩენილია ორი კიბე, ერთი ლითონის, ხვეული (გვირაბის გვერდით), მეორე კი ხის (ფლიგელის ბოლოს). შენობის ფიზიკური მდგომარეობა ზოგადი შეფასებთ არის საშუალო. სერიოზული კონსტრუქციული ბზარები და დეფორმაციები არ შეიმჩნევა. თუ არ ჩავთვლით გვირაბის გვერდებს, რომელზეც ბზარებია, რაც გამოწვეულია გვირაბში არსებული ჭის გაუმართავობით. ეზოს ფასადები შელახულია ხანდაზმულობის და მოუვლელობის გამო. სახლი მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით ბაქოს ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3919
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./18
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნე
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79348896
Y: 41.71850432