{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3234?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3234?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3234?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3234",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3234,
    "ID" : 3234,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ნაგებობასGლათინური L-ს ფორმის გეგმა აქვს. იგი ე.წ. ქართული აგურითაა ნაგები, ორსართულიანია და მთავარი ფასადით დავით აღმაშენებლის პროსპექტისკენაა მიმართული.Fფასადი საპირეებიანი მართკუთხა ღიობებით ნაწევრდება. სართულებს ერთმანეთისაგან პროფილირებული კარნიზები ყოფს. I სართულის საპირეებს სადა საჭექი ქვები აქვს, ხოლო ღიობებშორისი საფასადო სიბრტყეები აგურის წყობაში გამოყვანილი რუსტიკია. ფასადის მარჯვენა კიდეში არის ეზოში შემავალი თაღოვანი გვირაბი ლითონის ჭედური ჭიშკარით, ხოლო მის მარცხნივ _ სადარბაზოს ხის ორფრთიანი კარია, რომელსაც ლითონის აჟურული ცხაურები ამკობს. სადარბაზოში არის ორმარშიანი ხის კიბე ასევე ხის რიკულებიანი მოაჯირით. მეორე სართულის ფანჯრების საპირეები უფრო აქტიურად არის დამუშავებული. საჭექი ქვების გარდა, რიტმულად გამოყვანილი სამ-სამი მართკუთხა ბლოკია, ხოლო ფანჯრების ქვემოთ კედლის არე შეღრმავებებით არის მონიშნული. განაპირა ნაწილებზე აჟურულ მოდულიონებზე დაბჯენილი ლითონის აივნებია. II სართულის საფასადო სიბრტყე გლუვი ლესვითაა დამუშავებული, მხოლოდ, აივნების აქეთ-იქით, კიდეებზე, კედელს რუსტირებული ნალესობა აბოლოებს. ფასადი სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომელზეც პარაპეტია, რომელიც რიზალიტებისა და ცენტრის თავზე აქცენტირებული თაღოვანი დაშენებებით. პარაპეტის მრუდხაზოვანი კონტური შენობას განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. 2010-2012 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ შენობის თავზე მოეწყო მასარდის სართული. სახურავი დაფარულია ე.წ. \"ქერცლით\". ფასადის განაპირა მხარეების თავზე სახურავზე მოწყობილია შემაღლებული კოშკურა სახურავები შპილებით. მანსარდის ღიობების საპირეები, თავად სახლის საპირეების ანალოგიურია. სახლის ეზოში გვირაბის გავლით ვხვდებით, რომლის კედლების ე.წ. \"ქართული\" აგურის წყობა გაულესავია. \r\nეზოზე გამავალი ფასადის მარცხენა მონაკვეთზე, სადარბაზოს კედელის `ქართული~ აგურის წყობა შეულესავად არის დატოვებული და დიდი მშვილდათაღიანი  ფანჯარა აქვს. ფასადის მარჯვენა მონაკვეთი და ფლიგელი, რომელიც ეზოს სიღრმეში ვითარდება, თბილისური ტრადიციისამებრ ხის აივნებით იხსნება. II სართულის აივანს დღემდე შერჩენილი აქვს მოხარატებული მოაჯირები, ხოლო სვეტებს ზოგან დაკარგული აქვს ჭვირული დეტალები.Pპირველი სართული გვიანდელი გადაკეთების გამო დამახინჯებულია. აივნების ნაწილი ამოშენებული და შელესილია. შენობას მასშტაბით და ზომიერი მორთულობით წვლილი შეაქვს დავით აღმაშენებლის პროსპექტის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4178",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./153",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792182769999997,
    "Y" : 41.717016979999997
  }
}