CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3232
ObjectID: 3232
ID: 3232
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ნიკოლოზის აგურით" და გეგმაში ლათინური "უ"-ს მაგვარია. დ. უზნაძის ქუჩაზე გამავალ ფასადს მარჯვენა მხარეს ძლიერ შვერილი რიზალიტი აქვს წარმოდგენილი, რომლის მხოლოდ ქუჩისპირა ფასადია მორთული, დანარჩენი ორი კი უბრალოდ შელესილი და შეღებილია (მხოლოდ მარჯვენა ნაწილია შუაში გაყოფილი ჰორიზონტალური, ორივე ფასადისთვის საერთო სარტყელით). რიზალიტით მორთული ფასადის მარცხენა კუთხეში, ლითონის წინფარიანი სადარბაზოს კარია, სართულის მარჯვენა ნაწილში კი ორი ღიობია (მარჯვენა, ფანჯრის გაფართოვების შედეგად წარმოიშვა). აღნიშნული მონაკვეთი კომერციულადაა ათვისებული. პირველი სართული შვერილი სარტყელით სრულდება. მეორე სართულის სამი ღიობიდან ცენტრალური კარისაა და წინიდან მიდგმული აქვს აჟურულმოაჯირიანი აივანი, რომლესაც ცალქანობა საჩრდილობელი ბურავს. დანარჩენი ორი ღიობი ფანჯრისაა. სამივე ღიობს სამი მხრიდან პროფილირებული არშია აქვს შემოვლებული, მათი ქვედა ჰორიზონტალი კი შვერილი თაროთია აქცენტირებული. ჰორიზონტალების ჩამოსწვრივ, ფანჯარათა სიგანის სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული, რომელთა გულებიც ნაძერწი კომპოზიციებითაა შევსებული. ორივე სართულზე ყველა ღიობი ქალის თავის გამოსახულებებიანი საჭექი ქვებითაა მორთული. მთლიანად სართული შვერილი კარნიზით სრულდება, რომელსაც მოსდევს წყვეტილი პარაპეტი. პარაპეტის ცენტრი კი მრუდხაზოვანი ფრონტონითაა აქცენტირებული. ქუჩის მხარეს, ქუჩიდან შეწეული ფასადის ნაწილი ოდესღაც ღია აივნებით იყო გახსნილი, ამჟამად იგი პირველ სართულზე ამოშენებულია, მეორეზე კი ნაწილობრივაა შემორჩენილი. ფასადის აღნიშნული ნაწილის წინ ბაღია გაშენებული, რომელიც ქუჩისგან ლითონის ზღუდით არის გამიჯნული. ეზოს მხარეს ოდესღაც არსებული ხის, ღია აივნები ამჟამად, შემინულია. სახლი გადახურულია თუნუქით. შენობა აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. მისი რიზალიტით მორთული ფასადი, ბაროკოს და მოდერნის სტილთა შერწყმას წარმოგვიდგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4963
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./80
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79074126
Y: 41.71430063