ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3229
ObjectID: 3229
ID: 3229
Name: მუსიკალური ცენტრი
FullName: მუსიკალური ცენტრი
ComplexName:
Description: საკვლევ შენობაში განთავსებულია "ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი" (ყოფილი კინოთეატრი "პალასი" 1915 წ., მოგვიანებით, 1930-1931 წწ.-დან კინოთეატრი "ამირანი"). დღესდღეობით მხოლოდ ყოფილი კინოთეატრი "პალასი"-ს I სართულის ნაწილია შემორჩენილი, რომელსაც მოგვიანებით ახალი ნაგებობა შემოაშენეს. აღნიშვნის ღირსია მთავარი ფასადის I სართული და გვერდითი ფასადის მონაკვეთი. მან თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია ჩვენამდე, თუმცა რეკონსტრუქციის დროს პარადული შესასვლელის და მომიჯნავე ღიობების დეკორატიულმა გაფორმებამ პირვანდელი სახე დაკარგა და ბევრად გამარტივებული ფორმა მიიღო. შენობის ზემოთხსენებული მონაკვეთი (ძველი) გამოირჩევა მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული გაფორმებით - სვეტ-ბურჯების თავების სტილიზებული გაფორმებით და მათი ტანების დემუშავებით და ფერთა მონაცვლეობით. ახალი ნაგებობა, რომელიც მოიცავს ძველ შენობის მოცულობას, ფასადების მხატვრული დამუშავებით არ გამოირჩევა. იგი გალესილია და ჩიხის მხარეს ვერტიკალურად დანაწევრებული. მთავარი ფასადის I სართულის თავზე წაგრძელებული აივანია და საფასადო კედლის სიბრტყეზე წრიული სარკმელებია განთავსებული. გვერდით ფასადზე დიდი ზომის წრიულ ნიშაში ბრინჯაოს რელიეფური გამოსახულებაა. შენობას მთლიანობაში თუ განვიხილავთ, საკმაოდ ტლანქია და უმასშტაბო. ამ არქიტექტურულ ე.წ. "სიმძიმეს" აწონასწორებს ძველი შენობის, დახვეწილი, არქიტექტურულად და მხატვრულად მაღალ დონეზე შესრულებული ფასადი. არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს შენობის ინტერიერის ძველი ნაწილი, რომელიც გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირებულებით. შენობა აღმაშენებლის გამზ. #125 გამორჩეულია მხატვრული და არქიტექტურული ღირებულებით, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქუჩის, ისე ქალაქის მხატვრულ-არქიტექტურული ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4149
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./125
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1914 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ;
CurrentFunction: კულტურა>>თეატრი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79451341
Y: 41.71412419