ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3228
ObjectID: 3228
ID: 3228
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #195-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. დავით აღმაშენებლის გამზირის #195-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, როგორც ე.წ. საბჭოთა არქიტექტურის ადრეული ეტაპის ნიმუში, საყურადღებოა საფასადო კომპოზიციის გადაწყვეტისას როგორც ისლამურ-მავრული არქიტექტურის მოტივების აპელირებით, ასევე ,,ეროვნული სტილთან” ურთიერთმიმართებითაც, რაც იმ დროისთვის, როგორც წესი, შუა საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრების დეკორატიული მოტივების ციტირებას გულისხმობდა. აგურით ნაგები შენობა გეგმარებით, ძირითადი არქიტექტურული მასების გადანაწილებით, საფასადო კომპოზიციითა და დეკორით კომპლექსის გ. ცაბაძის ქუჩაზე აგებული შენობების მსგავსია. გეგმარებით რუსული ასო ,,Т”-ს ფორმის სამსართულიანი კორპუსი მრავალბინიან სახლს წარმოადგენს სამი სადარბაზო შესასვლელით. მისი საერთო კონფიგურაცია და მასათა გადანაწილება სიმეტრიულია. სახლი მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი სამხრეთის ფასადით დ. აღმაშენებლის გამზირზე გამოდის, ხოლო მეზობელ დ. აღმაშენებლის გამზირის / გ. ცაბაძის ქუჩა 197 / 1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს დეკორატიული თაღის მეშვეობით უკავშირდება. სამხრეთის ფასადზე პირველი Dდა მეორე სართულები მცირედი შვერილით გამოდის გამზირის ტროტუარზე. სწორკუთხა ფანჯრების სიმეტრიული რიგით დანაწევრებული მესამე სართული ძლიერად შვერილ კარნიზს იყრდნობს. კარნიზს ზევით მთელი ფასადის სიგრძეზე დაშენებაა დამატებული. მაღალი ვიტრინებით გაფორმებულ პირველ სართულსა და მეორე, სამყურა თაღედით გადაბმულ ლოჯიათა (რიცხვით ცხრა) სართულს, გიგანტური ბრტყელი პილასტრები აერთიანებს. მათ დეკორს წარმოადგენს ნალესობაში გამოყვანილი მცენარეულ-გეომეტრიული რელიეფებით დაფარული პილასტრთა კაპიტელები, კუთხის ლილვების მცენარეული მოტივის ჩუქურთმები, ხოლო ლოჯიათა პარაპეტებზე განმასხვავებელ ნიშნად დატანილია ხოხბის სტილიზებული გამოსახულებები. რელიეფური დეკორი ამკობს ჩრდილოეთ ფასადის შედარებით ვიწრო ორი სართულის დონის ლოჯიებს (ამჟამად ლოჯიების მარცხენა ფრთა სრულად ამოშენებული და ცალკე მინაშენითაა გადაფარული; სხვადასხვა დონის დაშენება აქვს ლოჯიების თავზე მოქცეულ ტერასას). კორპუსის საკმაოდ მაღალი (დაახლ. 3 მ) ბრტყელჭერიანი სარდაფი ეზოს ფასადზე ნახევარსარკმლებით გამოდის. კარისა და ფანჯრის ყველა ღიობი სწორკუთხაა, გარდა სამხრეთ ფასადის ამოშენებულ ლოჯიათა შეისრული ფორმის სარკმლებისა. რკინის მოაჯირებით გაწყობილი, სარკმლებით განათებული სადარბაზოები ქვისმარშიანი და რკინის მოაჯირიანი კიბეებით არის გაწყობილი. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. ბოლო წლებში შენობაზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, განახლებულია ფასადები, მინაშენები. ძეგლის მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მხატვრულობაც განაპირობებს. ავთენტურობის ხარისხი ყველაზე უკეთ სამხრეთ დ. აღმაშენებლის გამზირის ფასადზეა დაცული. ყევლაზე ცუდად _ ჩრდილოეთ ფასადზე, სადაც ლოჯიების ნახევარი გარდა ამოშენება-დაშენებისა, გადაფარულიცაა. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4196
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./195
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; სავაჭრო; კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>სილამაზის სალონი;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.78938563
Y: 41.72092875