ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3225
ObjectID: 3225
ID: 3225
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოსწორებულ რელიეფზე მდგომი შენობა XIX საუკუნის დასასრულს აგებულ, ორსართულიან მდიდრულ საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომლის დ. აღმაშენებლის გამზირზე გამომავალი ცენტრალური ფასადიც ეკლექტურ სტილში, ფსევდო-ბაროკულ ყაიდაზეა აგებული. აგურით ნაშენი კედლები ხაზოვანი გეგმარების გათვალისწინებით არის ამოყვანილი. სახლს ორი შესასვლელი აქვს ქუჩის მხრიდან ფასადზე. გვერდითა ფასადები მეზობელ განაშენიანებას ებჯინება, მათგან დასავლეთისა სრულიად ყრუა, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე, რომელზეც, როგორც ჩანს, ეზოში შემავალი, აგურით გადაყვანილ თაღში მოქცეული ჭიშკარი უნდა ყოფილიყო მიბმული (საბჭოთა პერიოდში შენობის აღმოსავლეთით არსებული მანამდე არსებული განაშენიანება აიღეს, რომლის მის ნაცვლად განსხვავებული მხატვრულ-არქიტექტურული ყაიდის სახლი აიგო, სავარაუდოდ, სწორედ ამ მშენებლობას შეეწირა აღმაშენებლის #183-სი მდებარე შენობის ეზოს პირვანდელი ჭიშკარიც), ამჟამად რკინისცხაურიანი მაღალი ჭვირული ჭიშკარია შებმული, რომელიც ძველი ნიმუშების მიხედვით არის დამზადებული. შენობის იერსახის განმსაზღვრელია წინა, ქუჩისპირა და უკანა, ეზოსპირა ფასადები. გამზირზე გამომავალი სამხრეთის ფასადის კომპოზიციური ნახატი განივი და შვეული ღერძების კვეთაზეა აგებული. მაღალ ქვით მოპირკეთებულ ცოკოლზე შესმული შენობა დეკორატიული რუსტით გაწყობილი პირველი სართული, სართულშუა თაროს პროფილირებულ ჰორიზონტალით ემიჯნება მეორე სართულსა და სიმეტრიის ღერძზე მოთავსებულ რკინის მოაჯირიან, რკინისავე სვეტებზე დაბჯენილი გადახურვის მქონე მოგრძო აივანს, ბოლო მძლავრ ჰორიზონტალს კი პროფილირებულ შვერილ კარნიზს თავსზემოთ არსებული, მცენარეული წნულებითა და მედალიონებით შემკული პარაპეტი წარმოადგენს. ფასადის შვეულ დამანაწევრებლ ელემენტს შეადგენენ კედლის სრულ სიმაღლეზე ატყორცნილი პილასტრული შვერილები, რომლებიც სართულების მიხედვით იცვლიან მხატვრულ სამოსს (პირველ სართულზე მისი ზედაპირი რუსტირებულია, მეორე სართულზე _ კანელურებით დაღარული ორდერული სვეტით, კრონშტეინებით ფორმდება, პარაპეტის მიდამოებში კი _ გლუვი, სადა სიბრტყეებით ემიჯნება მცენარეული ნაძერწი პლასტიკით გაფორმებულ ძირითად ხაზს. შვეულ დანაწევრებაში მთავარ დეკორატიული მისიის მატარებელია მეორე სართულზე მოთავსებული პილასტრული ორდერი. საერთოდაც, მეორე იერარქიულად მაღლა მდგომი სართული ნაძერწი პლასტიკის შედარებითი სიმრავლით გამოირჩევა _ მაღალი ყვავილოვანი გირლანდები აივნის ღიობთა შორის, მთავარ მხატვრულ აქცენტს ქმნის, პარაპეტის წნულ რელიეფებთან ერთად. შენობის კარ-სარკმელთა ყველა ღიობი სწორკუთხაა და პროფილირებულ, საჭექი ქვებით გაფორმებულ ჩარჩოებშია ჩასმული. პირველი სართულის საჭექი ქვები მცენარეულ მოტივის მიხედვით არის სტილიზებული, მეორე სართულზე ქალის ჰორელიეფური თავებია მათზე დასმული. გამზირის მხრიდან არსებული ორი შესასვლელი კარიდან ერთი ხის ორმარშიანი კიბით გაფორმებულ სადარბაზოს უკავშირდება, მეორე პირველი სართულის ოთახებთან დამაკავშირებელ მომცრო ჰოლში შედის. ჰოლისა და სადარბაზოს განათებას ნაწილობრივ უზრუნველჰყოფს საკმაოდ მაღალ კარებებში დატანებული ფრამუგები. კარ-სარკმლები გამოცვლილია შენობაზე განხორციელებული სარესტავრაციო პროექტის მიმდინარეობისას. შენობის ეზოს ფასადის პირვანდელი სახე ხის ღია აივნებით გახსნილი უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით, ღია იავნები შუშაბანდებად გადაკეთდა და დღეს შენობის ჩრდილოეთის ეზოსპირი ფასადი ერთიან კაპიტალურ შუშაბანდშია ჩასმული, სამხრეთის ფრთის ამოშენებული პირველი სართულის გამოკლებით (ამავე ამოშენებულ ნაწილს საცხოვრებელი ფართის გაფართოების მიზნით ერთი მინაშენი აქვს დამატებული). ჭვირული მოაჯირით შემკულ შუშაბანდებში ეზოდან მიდგმული კიბეებით ხდება ასვლა, ჯერ კიდევ შემორჩენილია ავთენტური ხის ღია კიბის უჯრედი, ეზოს სიღრმეში განვითარებული ჩრდილოეთის ფრთის ბოლოში. პირველი სართულის ქვეშ სარდაფების დერეფნული სისტემით ჩარიგებული სათავსოებია განლაგებული, მათი მიახლოებული სიმაღლეა 2, 60 მეტრი. შენობის ეზოს ფასადი ამჟამად გადაჰურებს ჩაკეტილი ტიპის ეზოს, რომელიც მაჟამად მიმდებარე განაშენიანების ეზოთა რკალზე მდებარეობს და ერთიან, ღია შიდა ეზოს კომპლექსის ნაწილს შეადგენს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა კარგია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში სახლზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის დროსაც, განახლდა ფასადები, გამოიცვალა სახურავი, გამოიცვალა კარ-სარკმლები. რესტავრაციისას არ მომხდარა მთავარი ფასადის რეკონსტრუქცია, რადგან პირველი სართულის ორი, კარად გადაკეთებულ-ჩაჭრილი სარკმლები ისე განახლდა, რომ არ დაბრუნებია თავდაპირველი ფუნქცია. აღარ არსებობს ავთენტური კარ-სარკმლები, ყევლა თანამედროვე თბოგაუმტარი მასალებით არის ჩანაცვლებული. დაკარგულია პირვანდელი ჭიშკარიც. ეზოს ფასადზე არსებობს მცირე მინაშენი, ამოშენებული პირველი სართულის აივნები (სამხრეთ ფრათაზე). ეს ყოველივე დაბლა სწევს აუთენტურობის ხარისხს, თუმცა ქუჩის ისტორიულ-მხატვრული იერსახისთვის აუცილებელია შენობის შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4190
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./183
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79010496
Y: 41.71973586