ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3224
ObjectID: 3224
ID: 3224
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა, რომელიც ორსართულიან საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს, XIX საუკუნის მიწურულში თბილისში მოღვაწე არქიტექტორისა და ინჟინრის, ალექსანდრე ოზეროვის, მიერაა აგებული მასწავლებელთა ოჯახის დაკვეთით. ეს შენობა ბორჯომის ქუჩის #16-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომელსაც მსგავსი გეგმარება გააჩნია, ერთიან განაშენიანებას ქმნიდა. შეულესავი წითელი აგურით ნაშენი და კვადრატული გეგმარების მქონე სახლი ბორჯომის ქუჩაზე გამომავალ ეზოში მოსწორებულ რელიეფზე დგას. ასევე ბორჯომის ქუჩა გადაჰყურებს წინა ეზოს პერიმეტრში ჩადგმული მთავარი აღმოსავლეთის ფასადი. აღმოსავლეთ ფასადი ძლიერი სახეცვლილებით არის დღემდე მოღწეული. თავდაპირველი კომპოზიცია გულისხმობდა სიმეტრიის ღერძზე რიზალითურ შვერილს, მასში გაჭრილი სადარბაზო კარით და ამავე შვერილში მეორე სართულზე შუქფრანად დატანებული შეისრული სარკმელი, ხოლო ფასადის განაპირა ფრთებზე პირველი სართულის დონეზე გაჭრილ შეისრული ფორმის თითო სარკმელს და მათ თავზე მოთავსებულ რკინისმოაჯირიან მომცრო აივნებს. საგულისხმოა აგურს წყობით გამოყვანილი გეომეტრიული მოტივების დეკორი. ამჟამად აღმოსავლეთის ფასადის მარჯვენა ფრთა მთლიანად ამოშენებულ შუშაბანდებს უკავია. სამწუხაროდ, სახლის ეზოში შესვლა და მისი ახლოდან დაკვირვება ვერ მოხერხდა, თუმცა მეზობელი ეზოდან შესაძლებელი იყო დასავლეთით წაგრძელებული ეზოს სიღრმეში შენობის მოცულობის განვითარების დანახვა _ ბორჯომის ქუჩის #16-ში მდგომი სახლის ძირითად პროპორციებს მისდევს, აბრისზე ჩაკეტილი ბლოკური მოცულობაა. აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის კედელზე, ორივე სართულზე გაჭრილი სარკმლები (პირველზე სართულზე სარკმლებს ხის დარაბები აქვთ _ კიდევ ერთი ანალოგია ბორჯომის 2. #16-სი მდებარე სახლთან), რომლებიც ახლა ბორჯომის ქ. #16-ში მდებარე სახლთან გავლებულ, ბლოკით ნაგებ მაღალ კედელს გაჰყურებს. სავარაუდოდ, ამ ორ საცხოვრებელ სახლს შორის გამმიჯნავი ღობე თავდაპირველად არც ყრუ და არც ასეთი მაღალი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, აქ ღობე საერთოდაც არ იყო და ორივე სახლი ერთი შესასვლელით სარგებლობდა. წინა ეზოს შემომფარგვლელი ღობე ქვის ცოკოლზე ჩამაგრებულ რკინის ცხაურების რიგს მოიცავს. ეზოდან შესვლა ღობის მარცხენა ფრთაში მოთავსებული მაღალი ჭიშკრით არის შესაძლებელი. სახლი კარგად მოვლილი ჩანს, კონსტრუქციული დაზიანებების გარეშე. ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის მთლიანობისათვის აუცილებელია მისი ფიზიკური შენარჩუნება და მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. სასურველი იქნებოდა აღმოსავლეთ ფასადზე მიშენებული შუშაბანდების მოხსნა და რკინისცხაურიანი აივნებით მისი თავდაპირველის სახით აღდგენა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3980
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79259842
Y: 41.71977724