{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3223?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3223?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3223?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3223",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3223,
    "ID" : 3223,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა მამიკონ ნახაპეტოვის (მისი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ამ სახლში), საკავშირო ნავთობის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორის დაკვეთით აშენდა 1948 წელს გერმანელი ტყვეების უშუალო მონაწილეობით და ე.წ.  სტალინური არქიტექტურის ომისშემდგომი პერიოდის ერთ-ერთ დამახასიათებელ, ელიტური საცხოვრებელი სახლის ნიმუშს წარმოადგენს. 2012-2013 წლებში გ. ცაბაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს განახლდა ამ შენობის მთავარი ფასადი და გამოიცვალა სახურავი. ნაგებობა გ. ცაბაძის ქუჩის მოცემული მონაკვეთის ყველაზე დიდი და მაღალი შენობაა გ. ცაბაძის #5-ში მდებარე სახლთან ერთად. \nხაზოვანი გეგმის მქონე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ორი სადარბაზო შესასვლელით ეზოს მხრიდან, სამხრეთით ოდანვ დაქანებულ რელიეფზე დგას. მის ასაგებად გამოყენებულია იმ დროის სიახლე პემზა-ბეტონის არმირებული კონსტრუქციები. \nშენობა მთავარი, კაპიტალურად ამოყვანილი მონუმენტური დასავლეთის ფასადით ეროვნულ სტადიონს გადაჰყურებს. აღმოსავლეთის უკანა ფასადი ეზოსპირია, გვერდითა ფასადები ყრუა და მეზობელ ნაგებობებს ემიჯნება. \nშენობის მხატვრული იერსახის მთავარი სურათი სტადიონისკენ პირმიქცეული დასავლეთის ფასადია. საფასადო კომპოზიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი შეფერილობა: ღია მორუხო-მონაცრისფრო კედლის გლუვ სიბრტყეებზე თეთრი ფერის არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტებია დასმული, რაც ამ უკანასკნელთა კონფიგურაციას და მათ ადგილს უკეთ გამოკვეთს. ცოკოლზე შემდგარი პირველი სართული ძალიან მაღალი ვიტრინების რიგს მოიცავს, რომელთაგან განაპირა მარცხენა ვიტრინა სწორკუთხაა, მისგან მარჯვნი გაყოლებული რვა ვიტრინა კი კედელში ღრმად გაჭრილ ოდნავ შეისრული ფორმის თაღებში, რომელთა კამარები კედლის კუთხეებზე აყოლილ წიბოებად დაწახნაგებულ პილასტრთა სადა, უსამკაულო კაპიტელებს ეყრდნობა. მეორე სართული სწორკუთხა სარკმლები მონოტონურ-სიმეტრიული რიგით ლაგდება კედლის გლუვ და უსამკაულო სიბრტყეზე. მესამე-მეხუთე სართულებზე უკვე ერთიანი კომპოზიციით მოწესრიგებული არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების მოზღვავება შეინიშნება. მესამე სართული მცენარეული მოტივის კრონშტეინებზე შესმული ქვის მოაჯირიანი ვიწრო აივნებით არის აქცენტირებული, განსხვავებით ზედა სართულის რკინისმოაჯირიანი სადა აივნებისაგან. სწორედ მესამე სართულის აივნების ზონიდან იწყებს ათვლას სამი სართულის გამაერთიანებელი კოლოსალური თაღი, რომელიც მის შიგნით ერთმანეთის თავზე განთავსებულ ლოჯიებს გარშემოწერს. ლოჯიებით დანაწევრებული მაღალი თაღოვანი ნიშა ფასადზე სულ ოთხია, ორი განაპირა მხარეს აღნიშნავს, ორიც ერთად განთავსებული _ შენობის ცენტრალურ ნაწილს გამოკვეთს. მეხუთე დამამთავრებელი ფასადის ღიობთა თავზე ნალესობაში გამოყვანილი ხუროთმოძღვრული დეკორის ცალკეული, ერთმანეთისგან გათიშული, მაგრამ საერთო კომპოზიციით გაერთიანებული ელემენტებია მოთავსებული: სარკმლების თავზე კვადრატული, შუაში ამოღრმავებული წრით ნაწარმოები მოტივებია, აივნიან კართა თავზე კი შეტეხილი სამკუთხა ფრონტონები შუაში მცენარეული ჩუქურთმით. ღიობთა თავზე სიმეტრიულად ლაგდება რელიეფური ვარდულები. შენობის ხუთივე სართულს არანაკლები პარადულობით ასრულებს მასიური, ძლიერად შვერილი კარნიზი, რელიეფური ფრიზითვე. ფასადი ყველა ღიობი სწორკუთხაა და სადა პროფილირებული ჩარჩოთია შემოსაზღვრული. \nმასშტაბით განსხვავებული და ფიზიკური მდგომარეობით მეტად შელანძღული სურათია ეზოს ფასადის მხარეს. ეზოში შესვლა შესაძლებელია ქუჩისპირა ფასადის მარჯვენა ქვედა მხარეს დატანილი ძალიან მაღალი ჭიშკრიდან. საკუთრივ სახლში შესასვლელი ორი სადარბაზოც მთავარ ფასადზეა. სადარბაზოები კიბის მარშების გამყოფ მოედანთან დაყოლილი სარკმლებით ნათდება. სადარბაზოებს შორის კედლები თავდაპირველად ღია ლოჯიებით იყო გახსნილი, რომლებიც შემდეგში ამოაშენეს. მესამე სართულიდან კედლები ვიწროვდება (70 სმ-დან 50 სმ-მდე). ეზოს შეუღებავი ფასადის ნალესობა საკმაოდ დაზიანებულია, ზოგ ადგილას ჩამოცვენილიც. შენობას სარდაფი არ გააჩნია. ეზოსპირი ფასადი დამახინჯებულია დაშენებით, ორი აივნის მიშენებით, პირველ სართულზე მიდგმული მინაშენით. დახურული ტიპის ეზო, გამწვანებისა და წყლის დეკორატიული შადრევნის მიუხედავად, კეთილმოუწყობელია. ეზოს ფართობს ნაწილობრივ იკავებს ძველი განაშენიანების დროიდან შემორჩენილი საჯინიბოები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებადაა გადაკეთებული. \nშენობის ავთენტურობა ძირითადად შენარჩუნებულია. ეზოს მხარეს ფასადი მოწესრიგებას, რესტავრაციას და ეზოს კეთილმოწყობასაც საჭიროებს. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5043",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ცაბაძე გიორგის ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის შუახანი, 1948 წელი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსავაჭრო;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსავაჭრო;\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eსილამაზის სალონი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1945-1960 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791213910000003,
    "Y" : 41.721895770000003
  }
}