ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3218
ObjectID: 3218
ID: 3218
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი სამსართულიანია, შელესილია და შეღებილი. მის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. მთავარ ფასადი სადაა და სიმეტრიული ღერძის მიმართ. ფასადი რუსტირებულია. მისი ცენტრალური ნაწილი აქცენტირებულია სამივე სართულზე პილასტრებით, რომლებიც ისევეა დამუშავებული, როგორც ფასადის დანარჩენი ნაწილი. ფასადს ჰორიზონტალურად კი პროფილირებული კარნიზები გასდევს. ფასადი დანაწევრებულია ღიობების მკვეთრი რიტმით. მისი პირველ სართულის რუსტიკა ხაოიანი ლესვით არის დამუშავებული, მეორე კი შედარებით დაბალი ღარიანი გლუვი ლესვით. მესამე უბრალოდ შელესილია. ღიობები სადაა, მხოლოდ II და III სართულებს აქვთ პროფილირებული საპირეები. ფასადზე ოთხი ლითონის აივანია, აქედან ორი პირველ, ხოლო ორი მეორე და მესამე სართულზეა განლაგებული. აივნები ლითონისაა, ჭედური ელემენტებით. ფასადი ბოლოვდება პროფილირებული კარნიზით, რომელსაც თავზე პატაპეტი აბოლოებს. პირველ სართულზე სადარბაზოში შესასვლელი ხის, ფრამუგიანი კარია, რომელიც შემკობილია ხის ორნამენტებითა და ლითონის ჭედური ელემენტებით. კარის მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია. გვირაბს თანამედროვე, უსახური, ლითონის ჭიშკარი აქვს. გვირაბის გავლით შიდა ეზოში ვხვდებით. ეზო ვიწროა და სიღრმეში წაგრძელებული. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე ხის შუშაბანდები გასდევს, პირველი სართული ნაწილობრივ გადაკეთებულია მოსახლეობის მიერ, ამოშენებულია ხის შუშაბანდები და უსახური კედლებია მათ ნაცვლად. მოაჯირები ხის გულიანია, ან უბრალოდ შეფიცრული. ხის სვეტებზე შემორჩენილია პროფილირებული თავსართები. სახლის ფიზიკური მდგომარეობა საშუალოა. გვერდით ფასადზე მოჩანს გამაგრების კვალი. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი ბაქოს ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5254
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./148
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79499258
Y: 41.71688567