ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3213
ObjectID: 3213
ID: 3213
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი ორსართულიანია და მთავარი ფასადით კარგარეთელის ქუჩაზე გამოდის. იგი აგურითაა ნაშენი და შელესილია. შენობიის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. მთავარი ფასადის ორივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი და ჰორიზონტალურად პროფილირებული კარნიზები გასდევს. ფასადს ასევე ჰყოფს პილასტრები, რომლებიც პირველ სართულზე რუსტირებული ლესვით არის დამუშავებული და მეორე სართულზე კაპიტელით ბოლოვდება. პირველ სართულზე ღიობებს პროფილირებული საპირეები აქთ დეკორატიული ელემენტებით. მეორე სართულზე სარკმლებს ორივე მხარეს პილასტრები აქვთ და თავზე სწორხაზოვანი სანდრიკები. ფასადის მეორე სართულზე არის ლითონის ავთენტური აივნები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვთ პირვანდელი სახე, თუ არ ჩავთვლით თანამედროვე უსახურ გადახურვებს. ფასადის პირველ სართულზე, ცენტრში, სადარბაზოში შესასვლელი კარია და მარჯვენა კიდეში ეზოში გასასვლელი გვირაბი. სადარბაზოს კარი შემკულია ხის პრფილირებული ელემენტებით ხოლო ჩარჩოში ლითონის ჭედურობები აქვს. ფასადის მარჯვენა მხარეს ავთენტური ფანჯარა შეცვლილია რკინის თანამედროვე კარით. კარის მარჯვენა მხარეს გვირაბია, რომელსაც აქვს ლითონის ჭიშკარი ჭედური ელემენტებით. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადები მთლლიანად გადაკეთებულია მოსახლეობის მიერ. გამოყენებულია თანამედროვე მასალა. ფლიგელთან ლითონის ხვეული კიბეა. ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა ზოგადი შეფასებით ცუდია. ფასადზე ნალესობაა ჩამოშლილი და აქვს ბზარები. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. შენობა კარგარეთელის ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება. მოცულობით, მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით იგი ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4474
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კარგარეთელი იას ქ./8
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული. 1895 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79395208
Y: 41.71560373