{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3212?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3212?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3212?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3212",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3212,
    "ID" : 3212,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა მსუყედრუსტირებული ფასადითა და მოხდენილი პროპორციებით იქცევს ყურადღებას. ფსევდო-ბაროკული ეკლექტიკით გამორჩეული ექსტერიერი, ყრუ გვერდითა ფასადებსა და ხის კონსტრუქციებით ამოყვანილ შუშაბანდებიან ეზოს მოიცავს. შენობა მემორიალურია, მასში 1923-25 წლებში, ცხოვრობდა და ლატვიის კონსულის მოვალეობას ასრულებდა მხატვარი _ იული სტრაუმე. რამდენიმე წლის წინ შენობას სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა საფუძველი, განახლდა ფასადები და ეზოს ასფალტის საფარი. \nაგურით ნაშენი, ორსართულიანი შენობა გეგმარებით კვადრატულია. შენობის ორსართულიან მოცულობას მოგვიანებით მესამე სართულის დაშენება დაემატა, რომელიც შენობის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებას ნაკლებად პასუხობს. ნაგებობის მთავარი, სამხრეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს. საფასადო კომპოზიცია მასათა სიმეტრიულ გადანაწილებას გულისხმობს, რომელშიც ჰორიზონტალური და ვერტიკალური მხატვრული ღერძები მწყობრად კვეთენ ერთმანეთს. მაღალ, ქვით მოპირკეთებულ ცოკოლზე შესმულ შენობას, განივად ანაწევრებს სართულშუა დეკორატიული თარო და ძლიერადშვერილი, პროფილირებული კარნიზი. შენობის პლასტიკურ დანაწევრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კიდურა რიზალიტური შვერილები. რიზალითების პირველ სართულზე, მარჯვნივ, სადარბაზო კარია მოთავსებული, ხოლო მარცხენა რიზალითში _ ბრტყელჭერიანი გვირაბით ეზოში შემავალი ჭიშკარი (გვირაბს პროფილირებული ჭერი ამკობს, მისი კედლები კი მოვლილი და განახლებულია). რიზალითების იდენტურად გადაწყვეტილი, მეორე სართული საგანგებოდ აქცენტირებულია ე.წ. ფრანგული აივნებით, რკინის ცხაურებით გაფორმებული მოაჯირებით, და ასევე, წყვილი ლომის მასკარონით, რომლებიც ,,ფრანგულ” აივანს ფლანკირებენ. რკინის შეკიდული, ღია აივანია მოთავსებული შენობის სიმეტრიის ღერძზეც. ყველა კარ-სარკმლის ღიობი კარგი პროპორციის ნახევარწრიული თაღებით არის გარშემოწერილი, ხოლო კედლის სიბრტყე ღრმაღარებიანი რუსტის წყობით სრულიად დაფარულია და თავისუფალი კედლის სიბრტყე გაძევებულია ფასადიდან. ღიობთა სამკაულს, რუსტისავე წყობაში გამოყვანილი თაღოვანი (ქვედა სართულზე) და შეისრული (მეორე სართულზე) საპირეები წარმოადგენს. საფასადო მხატვრულ ნიმუშებს ეკუთვნის გეომეტრიული მოტივი რელიეფური კომპოზიციებით დაფარული პატარა, სარკმელსქვედა თაროები და ფრიზული სარტყელი, რომელზეც ასევე დეკორატიული მომცრო თაროებია ჩამწკრივებული, მითოლოგიური გრიფონის რელიეფური გამოსახულებებით. მარჯვენა რიზალითში მოთავსებული, შენობის ცენტრალური შესასვლელი მაღალი და ვიწრო ფრამუგიანი კარით იხსნება სამიარუსიანი, ხის კიბეებით გაფორმებული სადარბაზო უჯრედისკენ. ქვის იატაკით მოპირკეთებულ სადარბაზოში, საფასადო განახლებისაგან განსხვავებით, კედლები და ჭერი სარესტავრაციოა, ჩამომდინარი წყლისგან განსაკუთრებით დაზიანებულია ჭერში დატანილი შუქფარანი და მისი მიმდებარე მონაკვეთი. \nშენობის ქუჩისპირა ფასადის პერპენდიკულარული, ეზოს სიღრმეში ჩრდილოეთით განვითარებული ფრთა წარმოადგენს კიდეც ზურგის ფასადის ძირითად იერსახეს. ამ უკანასკნელის პირვანდელი ხის ღია აივნებით გახსნილი გალერეები, თანდათან შუშაბანდებად გადაკეთდა, ხოლო კიდვე უფრო მოგვიანებით ქვის კედლებით ამოშენდა შუშაბანდების რიგი ჩრდილოეთ კიდურა ფრთაზე. შუშაბანდებს რამდენიმე მომცრო მინაშენი ფარავს. ეზოს ფასადი თითქმის უსამკაულოა: გვხვდება მხოლოდ მჭიდროდ შეფიცრული მოაჯირები და კედლები, სვეტები კაპიტელების გარეშე. ეზოს მხარეს აღსანიშნავია ხის ოთხმარშიანი, ხიმინჯებით გამაგრებული კიბე. როგორც წესი, პირველი სართულის ქვემოთა განლაგებული სარდაფის სათავსები დერეფნული სისტემით არის ორგანიზებული. მათი მიახლოებული სიმაღლე 2 მეტრია. საკუთრივ ეზო მომცრო და მოვლილ, მოასფალტებულ მონაკვეთს წარმოადგენს, გამწვანების გარეშე. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა განახლებული ფასადების მიუხედავად, საკმაოდ სავალალოა ინტერიერში, კერძოდ სადარბაზო უჯრედში, სადაც ხის კიბეები განხლება-გამაგრებას საჭიროებს, კედლები ნალესობის შენობის მხატვრულ იერსახესთან ნაკლებად შეთანხმებული შეფერილობა გასაახლებელია. ავარიულად დაზიანებულია კიბეების თავზე, ჭერში დატანებული შუქფარანის მონაკვეთი. შენობა საშუალო ხარისხის ავთენტურობის მატარებელია. პირვანდელია გამზირის მხარეს მოქცეული ფასადი, მისი პლასტიკური დეკორი, სადარაბზო უჯრედის კიბე (ხის რიკულებით გაფორმებული მოაჯირით) და იატაკი, ეზოს ფასადის შუშაბანდები. სამწუხაროდ, დაკარგულია ისეთი ავთენტური ელემენტები, როგორიცაა ეზოს ჭიშკარი და აივნები, სადრაბზოს კარი, გამოცვლილია და თანამედროვე მეტალო-პლასტმასის კარ-სარკმელია ჩასმული ქუჩის ფასადზე. მიუხედავად ამისა, შენობა მნიშვნელოვანია ქუჩის მხატვრულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებისათვის, ამდენად აუცილებელია მისი ფიზიკური შენარჩუნება და მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4183",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./171",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;მემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79091193,
    "Y" : 41.718572430000002
  }
}