ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3211
ObjectID: 3211
ID: 3211
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: XX საუკუნის დასაწყისში აგებული სამსართულიანი შენობა, გამზირის მოცემული მონაკვეთის ნაგებობათა ელიტურობის ერთ-ერთი ნიმუშია. აგურით ნაშენი და გეგმარებით ხაზოვანი შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, რომლის საჩვენებელი ფასადებიდან სამხრეთისა დ. აღმაშენებლის გამზირზე გამოდის, ხოლო აღმოსავლეთის ფასადი _ ბორჯომის ქუჩაზე. შენობა მხოლოდ რკინის აივნების ცხაურებითა და ცალკეული დეკორატიული ელემენტების მეშვეობით ამჟღავნებს მოდერნული არქიტექტურისადმი კუთვნილებას. ბოლო წლებში, შენობაზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რის შემდეგაც განახლდა სახურავი, ფასადები, გამაგრდა საფუძველი, ამავე დროს დაიკარგა ავთენტურობის გარკვეული ხარისხიც. საფასადო კომპოზიცია კედლის განსხვავებული ფაქტურებით არის წარმოდგენილი: მაღალი ვიტრინების პირველი სართული ნალესობაში გამოყვანილი, ღრმა ღარებიანი რუსტის წყობით არის შესრულებული, ზედა სართულები შეულესავი აგურისაა. საფასადო დანაწევრება მკაფიო და მწყობრია. სამხრეთის, გამზირზე გამომავალი ფასადი ორი განაპირა რიზალითური შვერილითა და სიღრმეში შეწეული შუა ნაწილის კოლოსალური პილასტრული ორდერით ვერტიკალურ აქცენტირებას იძლევა. მაღალ ცოკოლზე შესმული ფასადის ჰორიზონტალურ დაშრევებას უზრუნველჰყოფს პირველი და ზედა სართულების გამმიჯნავი, პროფილირებული თარო-სარტყელი, ასევე სადად პროფილირებული კარნიზი და ყრუ პარაპეტი. განსხვავებულია რიზალითური შვერილების დამუშავება-გაფორმება: შეისრულ-წახნაგოვანი კონფიგურაციის მქონე ფრონტონებით დაგვირგვინებულ რიზალითებში ე.წ. ფრანგული აივნებით შემკული, თაღოვანი ღიობებია მოთავსებული. რიზალითების გადახურვას, წინა წლებში ჩატარებული რესტავრაციის შემდეგ, გეომეტრიულ-ორნამენტული კომპოზიციის მქონე რკინის შპილიანი დეკორაციები დაემატა. რიზალითებს შორის მოქცეულ მონაკვეთზე სიმეტრიის ღერძი პარაპეტის ზოლში გამოყვანილი მომცრო, წახნაგოვანი ფრონტონითა და ფართო აივნების შემომსაზღვრელი პილასტრული სარტყლებით არის აქცენტირებული. რიზალითებს შორის გაჭრილი ყველა ღიობი სწორკუთხაა, აგურის წყობაში გამოყვანილი, სტილიზებული თავსართებითა და ქვედა თაროებით. ბორჯომის ქუჩაზე გამომავალი აღმოსავლეთ ფასადის დანაწევრება სამხრეთ ფასადის იდენტურია. განსხვავებას მხოლოდ სიმეტრიის ღერძზე დატანილი სადარბაზო უჯრედი წარმოადგენს. სადარბაზოს განათების წყაროს შესასვლელი კარის ფრამუგა (სწორკუთხა) და ფასადზე გამოტანილი მაღალი სარკმლებით ნათდება, რომელთაგან ზედა ოვალური მოყვანილობისაა. სადარბაზო კარი (ავთენტური, ხის მოჩუქურთმებული კარი მსგავსი ახალი კარით არის ჩანაცვლებული) უსიამოვნოდ განახლებულ და სახეშეცვლილ კიბისმარშებიან პატარა ვესტიბიულში შედის, სადაც შესასვლელი იატაკი, ავთენტურობის თვალსაზრისით, ყოვლად გაუმართლებლად, თანამედროვე მეტლახის ფილებით არის მოპირკეთებული. ამოშენებულია კიბისქვეშა სივრცე, იმდენად, რომ სანახევროდ წაკვეთილია ქვის მარშიანი კიბეების რკინის მოაჯირები, დასაწყისში დასმული კანდელაბრითურთ. უხეშად, ავთენტური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, გადაღებილია სადარბაზოს კედლები. ამავე ფასადის მარჯვენა ფრთაზე, რიზალითურ შვერილსა და სადარბაზო უჯრედს შორის, დამატებით მიშენებულია ორი ფართო აივანი, ხოლო კიდურა რიზალითზე მესამე სართული ე.წ. ფრანგული აივანი მოხსნილი და ახალი, დიდი აივნით არის ჩანაცვლებული. აივნების მოაჯირის ცხაური დანარჩენი, ავთენტური აივნების ცხაურებიდან იმეორებს. შენობას ჩრდილოეთ, გვერდითა ფასადზე მასიური, სამი სართულის შესაბამისი, რკინა-ბეტონის მინაშენია მიდგმული, რომლის აღმოსავლეთ კედელი, სახლის რესტავრაციისას დეკორატიული აგურის წყებით დაიფარა/შეინიღბა, დაედგა პროფილირებული პარაპეტიც. შენობის ეზოში შესვლა და შესაბამისად, მისი უკანა ფასადის, სარდაფებისა და ეზოს ნახვა ვერ მოხერხდა. ჩრდილოეთ მხარეს დატანილი ეზოს ჭიშკარი (ავთენტური გამოცვლილია). თუმცა ცნობილია, რომ სახლი ამოშენებულ შუშაბანდებად გადაკეთებული, ღია აივნებით იხსნება იხსნება ეზოს მხარეს. მეზობელი განაშენიანების სარდაფული სართულის სიმაღლეთა მიხედვით, ამ შენობის სარდაფიც 2 _ 2,20 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა კარგია. რასაც ვერ ვიტყვით მის ავთენტურ იერსახეზე. ამ მხრივ ბევრი დანაკარგია, ისეთი როგორიცაა: სადარბაზოს ინტერიერი და კარი, ეზოს ჭიშკარი და მის თავზე გადავლებული აგურით ნაშენი თაღი, კარ-სარკმელთა მეტალო-პლასტმასის ჩარჩოები, დამატებული ავიან-მინაშენები. უცნობია რა ხარისხის დანაკარგზეა საუბარი (თუკი იგი არსებობს) ეზოს მხარეს. მიუხედავად ზემოთქმულისა, შენობის ავთენტურობა დიდწილად შენარჩუნებულია და აუცილებელია ამ შენობისა და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3983
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./2.აღმაშენებელი დავითის გამზ./175
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; სავაჭრო;კომუნალური მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის>>კვების ობიექტი>>კაფე, ბარი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79066719
Y: 41.71896486