CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3210
ObjectID: 3210
ID: 3210
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებელის გამზ. #106-ში მდებარეობს. მისი არცერთი ფასადი მთავარი ქუჩის მხარეს არ გამოდის. ის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს #106-ში მდებარე შენობისა, რომლის ფასადიც დ. აღმაშენებლის გამზირის მხარეს გამოდის; მიბჯენილია მასზე და არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით ეხმიანება მას. შენობა მართკუთხა გეგმარებისა. ორსართულიანია სარდაფით. მისი სამივე ფასადი განსხვავებულია ერთმანეთისგან. მეოთხე ფასადი გვერდითა სახლს არის მიბჯენილი.
ფასადი, სადაც მთავარი შესასვლელია განთავსებული შუშაბანდიანია. 5 საფეხურიანი ქვის კიბე სადარბაზოს შესასვლელისკენ მიდის. სადარბაზოს კარი მოდერნის სტილისაა და შემკობილია მცენარეული მოტივების დეკორით. სადარბაზოში ასევე ქვის კიბეს ვხდებით რკინის მოაჯირით. გვერდით ფასადი, რომელიც სადა აგურის ფასადს წარმოადგენს დღეს დამახინჯებულია მიშენებით. მეორე სართულის დონეზე მასზე მთლიანად მიშენებულია ლოჯის ტიპის ნაგებობები. მესამე ფასადი ასევე ძალიან საინტერესოა. აქ ვხდებით ასევე აგურის ფასადს, რომელზეც მცირე და სადა დეკორი აგურითვეა გამოყვანილი. ცენტრალურ ნაწილში კი მოთავსებულია შუშაბანდიანი ხის აივანი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. სარდაფის სიმაღლე 2 მ-დეა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა და მისი დაცვა და შენარჩუნება აიცილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN:
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./106
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79587249
Y: 41.71041598