CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3209
ObjectID: 3209
ID: 3209
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი სამი სართულისგან შედგება. მთავარი ფასადით გამოდის ტოვსტონოგოვის ქუჩაზე. შენობის გეგმას ლათინური U-ს ფორმა აქვს. მთავარი ფასადის I სართულზე ეზოში გასასვლელი გვირაბია. გვირაბს ლითონის ჭიშკარი აქვს ნაჭედი ელემენტებით. გვირაბის გვერდით სადარბაზოში შესასვლელი ხის კარია პროფილირებული ელემენტებით და ლითონის დეტალებით. მთავარი ფასადის სიბრტყეს ანაწევრებს სარკმლების რიტმული მონაცვლეობა. ფასადის სამივე სართულს ასდევს პილასტრების რიგი, I სართულზე რუსტირებული, ხოლო II და III სართულებზე გაერთიანებული კანელურებიანი სტილიზებული კორინთული კაპიტელით. მეორე სართულის ყოველ სარკმელს თავზე აქვს რელიეფური გირლიანდები, რომლებიც სანდრიკებით სრულდება, თითოეული სარკმელს ქვემოთ მიუყვება რელიეფური დეკორი, ხოლო I და III სართულის ღიობები მორთულია პროფილირებული საპირეებით და ყოველი სარკმელის ცენტრში მოცემულია რელიეფური დეკორატიული ელემენტი. მთავარი ფასადის II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის აივნები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე, თუ არ გავითვალისწინებთ III სართულის აივნის თავზე მოწყობილ გადახურვას. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილს შერჩენილი აქვს პირვანდელი სახე, ხოლო ნაწილი მოსახლეობის მიერაა სახეცვლილი. შუშაბანდების ნაწილს ხის გულიანი, ხოლო ნაწილს თანამედროვე მასალით მოპირკეთებული მოაჯირები აქვს. ხის სვეტებზე შემორჩენილია პროფილირებული თავსართები. ეზოს მხრიდან სახლს ერთი მიშენება აქვს. სახლს აქვს სარდაფი. ვიზუალური შეფასების შედეგად, ნათლად ჩანს მცირედი დეფორმაციები ეზოს ფასადებზე, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით და მობინადრეთა მიერ გადაკეთებით. შენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია (იგულისხმება კედლები), მხოლოდ ნალესობაა დაზიანებული. შენობა საჭიროებს საინჟინრო შესწავლას და ამის შემდგომ გადაწყდება საინჟინრო ჩარევის სირთულე. საერთო ჯამში (მხოლოდ ვიზუალური შეფასებით) სახლის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არამდგრადია როგორც თავად ძირითადი ნაწილი, ასევე ეზოს ფასადების ხის შუშაბანდებიც. შენობა მოითხოვს გამაგრებას, საინჟინრო ჩარევებს და სრულ რეაბილიტაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4923
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./10
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79638915
Y: 41.71420598