CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3208
ObjectID: 3208
ID: 3208
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ერთსართულიანი სახლი აშენებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "ლ"-ს წარმოადგენს. იგი განაშენიანების სიღრმეშია და კუთვნილ, მართკუთხა მოხაზულობის ეზოს ორი მხრიდან შემოწერს. ეზოსკენ მიმართული ორი ფასადი ოდესღაც ერთიანი, ღია აივნით იყო გახსნილი, რომელსაც ტოსკანური სვეტები და რიკულების მწკრივისაგან შექმნილი მოაჯირები ჰქონდა. ამჟამად, აივნის უმეტესი ნაწილი შენიმულია, თუმცა ეს ისეა გაკეთებული, რომ აივნის თავდაპირველი ნაწილები კარგად მოჩანს და საერთო შთაბეჭდილება ნაკლებად ირღვევა. მარცხენა ფლიგელის ცენტრში პარადული შესასვლელია, რომელსაც წინიდან ქვის საფეხურებიანი, ქვისავე მოაჯირის მქონე კიბე აქვს მიდგმული. შემორჩენილი, გახსნილი აივნის შიდა კედელი გლუვია და სწორკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული. სახლის ორივე ფლიგელი ორქანობა თუნუქის სახურავითაა დაბურული. ხეებითა და ყვავილებით გაშენებული ბაღის ცენტრში წრიული შადრევანია განთავსებული. სახლი თბილისისთვის ტრადიციული, აივნიანი სახლის საინტერესო ნიმუშია. იგი აშენებული უნდა იუოს XIX საუკუნის შუა წლებში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4583
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: პასტერი ლუის ქ./10a
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუა ხანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;
CurrentFunction:
მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული),მემორიალური
Accuracy: სწორია
X: 44.7918311
Y: 41.7142783