{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3206?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3206?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3206?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3206",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3206,
    "ID" : 3206,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XIX საუკუნის დასასრულის ორსართულიანი შენობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, ორი სადარბაზო შესასვლელით ქუჩის მხარეს. დ. აღმაშენებლის გამზირის მოცემულ მონაკვეთზე სახლი კურდონერის ტიპის მომცრო წინა ეზო-სკვერით გამოდის ქუჩაზე. მომიჯნავე შენობებს შორის მჭიდროდ ჩადგმული შენობის კონფიგურაცია, განსხვავებით მასათა გადანაწილებისგან, სიმეტრიულია. შენობა წითელი ხაზიდან რამდენიმე საფეხურით დაბლა ჩადის, იმდენად, რომ ტროტუარიდან მისი ქვის ცოკოლი არ ჩანს, სამაგიეროდ, ვიზუალურად უფრო ახლოსაა მოტანილი შენობის მეორე სართული და მასიური ბალასინებიანი პარაპეტი, რომელიც ერთ-ერთი პირველია, რაც გამვლელს ხვდება თვალში. მისი სიმეტრიის ღერძს მოკლებული ფასადი ორი, სხვადასხვა დონის რიზალითურ შვერილსა და მათ შორის მოქცეულ ვიწრო კედლის სიბრტყეებს აერთიანებს. მუქ შინდისფერში გადაწყვეტილი და თეთრად მოვარაყებული ელემენტებით გაფორმებული ფასადი ვერტიკალური დანაწევრებით იქცევს ყურადღებას, რასაც ხელს უწყობს პირველი სართულის ნალესობაში გამოყვანილი და დეკორატიული რუსტით გაფორმებული ვერტიკალური სარტყლები, რომელთა ვერტიკალურ მიმართულებას მეორე სართულზე აგრძელებს შეწყვილებული გლუვი პილასტრები სტილიზებული კორინთული კაპიტელებით. სართულშუა ვიწრო თარო აღნიშნულ ვერტიკალურ პროპორციებს ნაკლებად ეწინააღმდგება. ფასადის დამაგვირგვინებელი პარაპეტი, ურთიერთმონაცვლე ყრუ და ბალასინებიანი მონაკვეთებით, კრონშტეინებზე შედგმულ პროფილირებულ კარნიზს ეყრდნობა. ფასადის პირველ სართულზე განლაგებული კარ-სარკმლის ღიობები სწორკუთხა მოხაზულობისაა, რომელსაც იმეორებს მათივე პროფილირებული მოჩარჩოება და სანდრიკები. მეორე სართულის კარ-სარკმელთა ღიობები მშვილდათაღოვანი მოყვანილობისაა სანდრიკების გარეშე; მათ დეკორს პროფილირებული მოჩარჩოების თავზე ჩასმული მცენარეული მოტივით გადაწყვეტილი საჭექი ქვები ქმნის. \nშენობის სადარბაზო შესასვლელები ქვის დაბალი კიბეებით არის გაფორმებული, ხოლო მათ თავზე რკინის ცხაურიანი ღია აივნებია დაკიდებული. შენობის მარჯვენა განაპირა მხარეს, ღრმად შეწეულ კედლის სიბრტყეზე ხის დახურული მინაშენი გამოდის, რომელიც რკინის სამმარშიანი კიბით უკავშირდება ეზო-კურდონერს. შენობის მარცხენა განაპირა მხარეს კი ეზოში ბრტყელჭერიანი გვირაბით გამავალი ჭიშკარია ჩადგმული. \nშენობის აკადემიურ ფასადს ოდესღაც თბილისური აივნებით გახსნილი ხის მასალებში შესრულებული ეზოს ფასადი უპირისპირდება. მისი თავდაპირველი სახე მნიშვნელოვნად შეცვლილი და სახიერებას მოკლებულია. ძველი ხის აივნები ჯერ შუშაბანდებად, შემდეგ კი ქვის კედლებით ამოშენებულ ყრუ უსახურ ბლოკ-მინაშენებით არის ჩანაცვლებული. ეზოს ფასადის დასავლეთი ფრთა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ავთენტურ ხის შუშაბანდებს, ავარიულ მდგომარეობაშია, განსაკუთრებით მისასვლელი კიბე. ეს უკანასკნელი მკურნალობა-აღდგენას თუ არა, განახლება-გამოცვლას მაინც საჭიროებს. აღსანიშნავია ხის შუშაბანდის შემორჩენილი ფრთის ზედა სართულის გაფორმება _ ჭვირულკაპიტელებიანი ნახევარსვეტებითა და კრონშტეინებით. ეზოს მხარეს სარდაფული სათავსები დერეფნული სისტემით არის ჩარიგებული, თითოეული სათავსოს მიახლოებული სიმაღლე 2,20 მეტრია. თავად ეზო არაფრით განსხვავდება არსებული განაშენიანების სხვა ეზოთაგან _ განხლებული ასფალტის საფარი მოიცავს იმ შევიწროვებულ პერიმეტრს, რომელსაც მიჯრით ერტყმის გარს მოგვიანებით ქაოტურად ჩადგმული საცხოვრებელ ფართთა დამატებითი განაშენიანება. რამდენიმე წლის წინ შენობაზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რომლის შედეგადაც განახლდა ფასადი, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეკეთდა სახურავი. თუმცა აღდგენა-განახლება არ შეხებია არც სადარბაზო შესასვლელებს, არც ეზოსპირა ხის კონსტრუქციებს. შენობა საჭიროებს ყურადღებას, ხის კონსტრუქციების გამაგრება-აღდგენას. შეიძლება ითქვას, რომ სახლის ავთენტურობის ხარისხი სანახევროდ მაინც შენარჩუნებულია. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4185",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./174",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789143840000001,
    "Y" : 41.719925230000001
  }
}