CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3201
ObjectID: 3201
ID: 3201
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი ორსართულიანია ცოკოლის სართულით, ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით ნაშენი, ცოკოლის სართულით და მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზ გამოდის. სახლს ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს, ეზო გახსნილია სახლის სიღრმეში. სახლი არაა დატვირთული დეკორატიული ნალესი, თუ ნაძერწი დეტალებით და საფასადო სიბრტყე გალესილია სადად და შეღებილია. ფასადის მარცხენა ნაწილშია მოქცეული გასასვლელი გვირაბი და სადარბაზო. სადარბაზოს ორი ორფრთიანი ხის კარია, სადად დამუშავებული. მხოლოდ ერთზეა შემორჩენილი ლითონის ცხაურები (ნაჭედი ელემენტებით). თავად სადარბაზოც სადადაა დამუშავებული. მოჩანს ერთმარშიანი ხის კიბე. სადარბაზოს კარის თავზე, გეგმაში ტალღოვანი კონფიგურაციის აივანია, ლითონის ფურცლის მოაჯირით, რომელზეც დამაგრებულია ლითონის სხმული ლომის თავები და ორნამენტები. ასეთივე (კონფიგურაციით), ოღონდ მცირე ზომის აივანია I სართულზეც. ფასადს ჰორიზონტალურად ჰყოფს კარნიზი. II სართულის თავზე პარაპეტია, მხოლოდ სადარბაზოს თავზე. ღიობების გარშემო ნალესი საპირეებია, რომლებიც სართულების მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან. გვირაბში უსახური, მოგვიანებით გაკეთებული ლითონის ჭიშკარია. რთული რელიეფის გამო, ცოკოლის სართული (ეზოს ფასადი), სრული სართულის სიმაღლე გამოდის. ეზოს ფასადების ზედა სართულები ხის შუშაბანდებითაა შევსებული, რომლებსაც შერჩენილი აქვთ პირვანდელი სახე ჭვირული მოაჯირებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეთა მიერ ფასადის ნაწილის ხის ძველ კონსტრუქციებზე აგურის დაშენებებია, რაც სახლის იერ-სახეს ამახინჯებს და მის კონსტრუქციულ მდგრადობას არღვევს. ფლიგელის ბოლოს ხის კიბეა, რომელიც სამივე სართულს ემსახურება. იგი შენობის ერთ-ერთი საინტერესო ელემენტია. დათვალიერების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები და კონსტრუქციული ბზარები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით და სხვადასხვა გარემოებით. სავალალო მდგობარეობაშია ეზოს ფასადები და დაინჟინრო კომუნიკაციები. განაჟონი და ზედაპირული წყლები აზიანებს შენობის საძირკველს. მთავარ ფასადზე ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონე. რეკომენდაცია - რეაბილიტაცია, რესტავრაცია. სახლი მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იგი ქუჩისა და ქალაქის განაშენიანებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5246
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./114
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7976106
Y: 41.71338359