{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3200?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3200?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3200?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3200",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3200,
    "ID" : 3200,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ოთხსართულიანი კუთხის შენობის ერთი ფასადი ჭავჭავაძის ქუჩაზე, ხოლო მეორე - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გადის. ქუჩების გადაკვეთაზე ფასადი მომრგვალებულია. შენობის პირველი სართული რუსტირებულია და დანარჩენი სართულებისგან გამოირჩევა (მუქი რუხი ფერის). ზედა სართულებისგან განსხვავებით, პირველ სართულზე არ გვხვდება აივნები. სარკმლები ძირითადად ცხაურით არის შევსებული. სარკმლები ყველა სართულზე მსგავსი რიტმული დანაწევრებით არის განლაგებული. ფასადზე ღიობებს II სართულზე დეკორატიული თარო-კარნიზები აქვთ, რომლებიც დეკორატიულ კრონშტაინებზეა დაყრდნობილი. III სართულზე ღიობებს სადა დეკორატიული ელემენტები აქვს, ხოლო I და IV სართულებზე დეკორატიული დეტალები საერთოდ არ აქვთ. \nწინამძღვრიშვილის ქუჩის მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბის თავზე (ლითონის ჭედური ჭიშკრით), მეორე-მესამე სართულზე, სამწახნაგა ერკერია. ერკერის თავზე ღია აივანია ბალიუსტრებიანი მოაჯირით, რომელიც იმეორებს ერკერის ქვედა სართულის ბალუსტრადას. ერკერის ზედა ნაწილში განთავსებული გირლანდები ავთენტურია. ფასადზე, ერკერის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, ზედა სამ სართულზე, აივნებია, ავთენტური ლითონის მოაჯირებით. \nქუჩების გადაკვეთაზე მომრგვალებულ ნაწილს შენობის სამ სართულზე მომრგვალებული აივნები მიუყვება. აივნებს ლითონის მოაჯირები აქვთ, რომლებსაც შემორჩენილი აქვთ პირვანდელი სახე. მეორე ფასადზე, რომელიც ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე გადის, რიზალიტია. პირველ სართულზე აქ განთავსდება სადარბაზოში შესასვლელი კარი, რომელსაც ორივე მხარეს კანელურებიანი, სტილიზებული  სვეტები აქვს. სამივე სართულს აქვს სადარბაზოდან გამოსასვლელი აივანი. II და III სართულზე აივნებს ბალიუსტრებიანი მოაჯირები აქვთ და ორივე მხარეს, ამ ორი სართულის სიგრძეზე, აზიდულია კაპიტელებიანი სვეტები. განსაკუთრებულად არის დამუშავებული რიზალიტის ბოლო სართული. სარკმელს თავზე აქვს სწორხაზოვანი, პროფილირებული სანდრიკი. კედელი შემკულია მცენარეული ორნამენტებით და რელიეფური სახის გამოსახულებებით. \nსადარბაზოს იატაკი გაფორმებულია სხვადასხვა ფერადი ორნამენტებიანი მოზაიკური ფილებით. სადარბაზო კიბე ორმარშიანია. ანაკრები, სხმული საფეხურებით და ასევე სხმული დეტალებისაგან შემდგარი მოაჯირით. სახლს აქვს სარდაფი. \nშენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონეც. ფასადის ნალესობა დაზიანებულია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5306",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჭავჭავაძე ზურაბის ქ./11.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./102",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "1911 წ.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nკომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eსილამაზის სალონი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798327739999998,
    "Y" : 41.712014760000002
  }
}