CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 31
ObjectID: 31
ID: 31
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ერთსართულიანი შენობა ამირეჯიბის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც თავისი პროპორცია-მასშტაბით ჰარმონიულად არის ჩამჯდარი საერთო განაშენიანებაში. შენობა ნაგებია ქართული აგურით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით, თუმცა მინაშენისთვის, რომელიც შენობას ეზოს მხრიდან აქვს მიდგმული, გამოყენებულია თანამედროვე მასალა. საცხოვრებელი სახლი გადახურულია მეტალოკრამიტით. ქუჩის მხარეს ფასადი დანაწევრებულია ორი სწორკუთხა სარკმლითა და სადარბაზოს კარით. კარი კომპოზიციის მარცხენა განაპირა ნაწილშია მოთავსებული, მას ორქანობა სახურავით დაფარული აჟურული წინფრა ერთვის და ქუჩას რამდენიმე საფეხურიანი, მოაჯირით შემოსაზღვრული კიბით უკავშირდება. ფასადი აგურის დეკორატიული წყობით საინტერესოდ არის გაფორმებული: საპირეები, ზღუდარები, კარნიზი და პარაპეტი აგურის დეკორატიული პროფილებით არის გამოყვანილი. სარკმლებს ორსავ მხარეს, რუსტებით შემდგარი პილასტრის მსგავსი სიბრტყეები შემოსაზღვრავს, დეკორატიული საჭექი ქვით გაფორმებული სწორი სანდრიკები კი აგვირგვინებს. შენობას კბილანისებური კარნიზი და რუსტებით რიტმულად დანაწევრებული პარაპეტი ასრულებს და საფასადე კომპოზიციას კრავს. სადარბაზოს კარი ხის არის, კვეთილი, მარკიზი ლითონის, დეკორატიული კონსოლებით. კარი პირდაპირ უერთდება ხის გადახურულ აივანს, რომელიც ხის ჭვირული მოტივებით არის შემკული, განსაკუთრებით მდიდრულია აფრების ნახატი. სამწუხაროდ, ხის აივანი ნაწილობრივ ამოშენებულია, რაც ძლიერ ცვლის შენობის მხატვრულ-არქიტექტურულ სახეს. გვერდით ფასადისთვის გამოყენებულია კახური არქიტექტურისათვის სახასიათო კედლის დეკორატიული წყობა, აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობითი რიგები. ეზოს მხარეს მიშენებული აქვს დამატებითი სათავსოები.
სახლი ოროთახიანია, ინტერიერში საინტერესოა კედლის თახჩები. სახლს მაღალი ქვისა და აგურისგან ამოყვანილი სარდაფი აქვს. შენობის ფასადის მხატვრულ-სტილისტური კომპოზიცია, მე18-19 საუკუნის მიჯნის, თელავური არქიეტქტურისათვის ნიშანდობლივია. ნაგებობა განაშენიანების საერთო ხაზში ჰარმონიულად არის ჩაწერილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 102
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ჭ. ამირეჯიბი/12
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.; უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 ს. ბოლო, მე-20 ს. დასაწყისი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47934165
Y: 41.91688017