ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3199
ObjectID: 3199
ID: 3199
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით". ნაგებობა წითელი ხაზიდან შიგნითაა შეწეული, შუაზე ორადაა გაყოფილი და სხვადასხვა მისამართი აქვს მინიჭებული. დ. უზნაძის ქუჩის მხარეს გამავალი, მთავარი ფასადი გრძივად მიუყვება ქუჩას და მკვეთრად სიმერტიულია. შუა და განაპირა ნაწილებში მას მსუბუქი რიზალიტები ანაწევრებს. შუა რიზალიტის ფარგლებში სადარბაზოს ორი თაღოვანი კარია, განაპირა რიზალიტებში კი თაღოვანი გვირაბებია გაჭრილი, რომელთა მეშვეობითაც ორ სხვადასხვა ეზოში ვხვდებით. ხსენებულ ღიობებს შორის, რიზალიტებსშორისი, პირველი სართულის კედლები სწორკუთხა ფანჯრებით ნაწევრდება, რომლებიც შვერილი თაროთი გვირგვინდება, ირგვლივ მათ არშია ევლება, ქვედა მოჩარჩოების როლს კი ჰორინონტალური სარტყელი ასრულებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ სწორკუთხა უბეებია. სართული შვერილი სარტყელით სრულდება. მეორე სართულის ყველა ღიობი თაღოვანია და მხოლოდ თაღის ნაწილებია არშიის მქონე. შუაკედლისებს კი კორინთულკაპიტელებიანი, ნახევრად გლუვი, ნახევრად კანელურებიანი ზედაპირის მქონე პილასტრები აუყვება. თაღთა გვერდებში და ღიობთა ქვეშ არსებული მონაკვეთები ნაძერწი კომპოზიციებითაა მორთული. მეორე სართულის ოთხივე ლითონის აივანი შეკიდულია, მათგან მხოლოდ ორ, რიზალიტებს შორის, კედელთა შუა ნაწილებში არსებულს აქვს თავდაპირველი, აჟურული მოაჯირები. მთლიანად შენობა ძლიერ შვერილი კარნიზით სრულდება, მას კი ზემოდან პარაპეტი აქვს დაბჯენილი. შენობა თუნუქითაა გადახურული. მისი ორივე ეზოს მხარეს, ოდესღაც ხის ღია აივნები იყო, ამჟამად, მათი უმრავლესობა შემინული, დანარჩენი კი ამოშენებულია. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. მისი ფასადი რენესანსული და ბაროკული სტილის ნაზავს წარმოადგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4964
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./82.უზნაძე დიმიტრის ქ./84
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79061134
Y: 41.71455285