ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3197
ObjectID: 3197
ID: 3197
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი, კლასიცისტური ნიშნებით გამორჩეული საცხოვრებელი სახლი აგებულია XIX საუკუნის მიწურულს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური და დაფარულია დეკორატიული ნალესობით. შენობის მთავარი ფასადი გრძივ ღერძზეა წაგრძელებული და სისადავით, ერთგვარი სიმარტივითა და კლასიცისტური სტილისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით გამოირჩევა, რასაც ხაზს უსვამს საფასადო ნაძერწობის უარყოფა და მორთულობის ზომიერება. მთავარი ფასადისი სიმეტრიულობით ხასიათდება, ფასადის ცენტრში, სიმეტრიის ღერძზე მდებარეობს ეზოში შემავალი ჭიშკარი, მის თავზე მეორე სართულის დონეზე მოწყობილია ორი სარკმლი, კომპოზიციას ასრულებს დეკორატიული ფრონტონი. ფასადს ამკობს ლითონის ჭედური და ხის რიკულებიანი აივნები. კედლის სიბრტყე შემკულია რუსტიკით, პილასტრებით, სადა კარნიზით და კარ-სარკმელთა მარტივი საპირეებით. სამწუხაროდ, როგროც სადარბაზოს, ასევე ეზოში შემავალი ჭიშკარი დღეს უკვე აღარ არსებობს. სადა და მკაცრი ფასადის მიღმა ადგილობრივი, თბილისური ეზოებისათვის დამახასიათებელი ელემენტები იმალება: ჭვირული, ხის დეტალებით შემკული, ორსართულიანი შუშაბანდი და გახსნილი ხის აივნები ეზოს მხრიდან. გადაკეთებების მიუხედავად, პროექტის პირვანდელი სახე კარგად იკითხება. ეზოში აღინიშნება რამოდენიმე მინაშენი. სახლის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4168
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./144.პასტერი ლუის ქ./2
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79299882
Y: 41.71452597