{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3196?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3196?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3196?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3196",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3196,
    "ID" : 3196,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი ორსართულიანია, აგურითაა ნაშენი და შეღებილი. შენობის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. ფასადს ჰორიზონტალურად სართულების მომნიშვნელი პროფილირებული, ნალესი კარნიზები გასდევს. მას ვერტიკალურად, ორივე სართულზე პილასტრები აქვს. I სართულზე გლუვად ნალესი, ხოლო II-ზე კანელურებიანი. ორივე სართულია პილასტრებს სტილიზებული კორინთული კაპიტელები აბოლოებს. მთავარი ფასადის ორივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი. ისინი მორთულია პროფილირებული საპირეებით, რომელთა ცენტრში I სართულზე მცირე, ხოლო II სართულზე მოზრდილი ნაძერწი, ორნამენტებიანი დეკორია განთავსებული. ღიობებს II სართულზე ქვემოთ რელიეფური ორნამენტები აქვთ, ხოლო I სართულზე ჩაღრმავებული სიბრტყეები (გულები). მთავარი ფასადის მეორე სართულზე, ცენტრში შემორჩენილია ლითონის აჟურული, ჭედური ელემენტებით გაფორმებული აივანი. მთავარ ფასადს აბოლოვებს პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი, რომელიც აივნის თავზე შემაღლებულია. \nფასადის პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს, ეზოში შესასვლელი გვირაბი და სადარბაზოში შესასვლელი ხის, ავთენტური კარია. კარი ხის გულიანია, ლითონის ცხაურებით. გვირაბს ლითონის ავთენტური, ბადისებრი ჭიშკარი აქვს. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები. ხის სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული თავსართები. შენობას ეზოს მხრიდან აქვს კიბე, რომლითაც II სართულზე ვხვდებით. კიბეს ჭვირული მოაჯირი აქვს. შენობას ეზოს მხრიდან აქვს უსახური მიშენება. \nნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა ზოგადი შეფასებით არის ცუდი, ჩამოშლილია ნალესობა. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. \nსახლი გამოირჩევა ფასადის მაღალი მხატვრული დამუშავებით, წინამძღვრიშვილის ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5293",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./98",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს; ახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული/მე-20 ს-ის დასაწყისი.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798727759999998,
    "Y" : 41.711599499999998
  }
}