{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3195?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3195?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3195?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3195",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3195,
    "ID" : 3195,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე განთავსებული, სამსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. \"ნიკოლოზის აგურით\". გეგმაში ის ლათინურ \"უ\"-ს წარმოადგენს და ქუჩის საერთო განაშენიანებაშია ჩართული. \nგ. სუნდუკიანის ქუჩაზე გამავალი, მთავარი ფასადი შელესილია და შეღებილი. ფასადის მარცხენა კუთხიდან სწორკუთხა მოხაზულობის, შიდა ეზოს ქუჩასთან აკავშირებს გვირაბი, რომელსაც ლითონის ჭიშკარი აქვს შებმული. გვირაბის მარჯვენა მხარეს სადარბაზოს სწორკუთხა კარია გაჭრილი. სართულის დანარჩენი კედელი სარდაფის სართულითაა ამაღლებული, რომლის ქვედა ნაწილშიც სარდაფისავე სწორკუთხა სარკმლებია მოთავსებული, ზედა ნაწილში კი იმავე მოხაზულობის ხუთი ფანჯარაა გაჭრილი, ყოველი მათგანი სამი მხრიდან არშიაშემოვლებულია, ქვემოდან კი ერთიანი, ჰორიზონტალური სარტყელი აჩარჩოებს. ფანჯარათა ჩამოსწვრივ, სარტყელის ქვეშ, მათივე სიგანის ჩარჩოებშემოვლებული, სწორკუთხა ჩაღრმავებებია გაკეთებული. ფანჯრები ქალის ნაძერწი თავებით დამშვენებული საჭექი ქვებითაა მორთული. გვირაბის ზედა მოჩარჩოებაც საჭექი ქვითაა დასრულებული, ოღონდ, იგი გაცილებით დიდია და ნაძერწობით შესრულებული ფანტასტიკური არსების თავს წარმოადგენს. \nზედა ორი სართულის მხატვრული გადაწყვეტა თითქმის, იდენტურია. სართულებს შორის გამყოფად ჰორიზონტალური სარტყელებია გავლებული. ორივე სართულზე არსებული, სწორკუთხა ღიობები თანაბარი რიტმით ანაწევრებს კედლებს. მარცხნიდან, ერთმანეთის ასწვრივ მოთავსებული მესამე და მეშვიდე ღიობი კარისაა და წინიდან მიდგმული აქვს აჟურულმოაჯირიანი ლითონის აივნები. დანარჩენი ღიობები ფანჯრისაა. ყოველი მათგანი არშიაშემოვლებულია, ფანჯრების ქვედა მოჩარჩოებას კი ხსენებული სარტყელი ასრულებს, რომლის ქვეშაც, ფანჯარათა ჩამოსწვრივ, სწორკუთხა უბეებში ნაძერწი გირლიანდებია მოთავსებული. სართულის ღიობთა თავზე სამკუთხა, ფრონტონიანი სანდრიკებია მოთავსებული. მესამე სართულის ღიობთა მორთულობა მეორეს მსგავსია, მხოლოდ, სამკუთხა ფრონტონების ნაცვლად, მათი სანდრიკები ორყურა თაღებითაა დასრულებული. ორივე სართული განაპირა ნაწილებში პილსტრებითაა ფლანკირებული (მეორე სართულის დონეზე მათი ქვედა ნაწილები გლუვი რუსტებითაა შედგენილი). მესამე სართულის, მარცხნიდან მესამე კარის ღიობის გვერდით არსებულ შუაკედლისებს ბრტყელი კანელურებით დაღარული, კორინთულკაპიტელებიანი პილასტრები აუყვება. მთლიანად ფასადი შვერილი კარნიზითაა დასრულებული, რომლის ცენტრშიც თაღოვანი ფრონტონით დაგვირგვინებული, პარაპეტის ვიწრო კედელია დაბჯენილი. უკანასკნელის ორსავ მხარეს წყვეტილი პარაპეტის \"სვეტებს\" შორის ლითონის აჟურული მოაჯირებია მოწყობილი. \nშიდა ეზოს, შენობა სამი მხრიდან ფარგლავს, მეოთხე მხარეს კი მეზობელი სახლის კედელია. ეზოს ნაწილში არსებული ხის ღია აივნების უმეტესობა შემინული, პირველი სართულის დონეზე კი ამოშენებულია. სახლი აგებული უნდა იყოს XX საუკუნის დასაწყისში. მისი მთავარი, ეკლექტური ფასადი რენესანსისა და ამპირის სტილთა ნაზავს წარმოადგენს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4896",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "სუნდუკიანი გაბრიელის ქ./10",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს-ის დასასრული.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.802162410000001,
    "Y" : 41.705112470000003
  }
}