CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3194
ObjectID: 3194
ID: 3194
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აგებული ორსართულიანი ნაგებობა თბილისური აივნიანი სახლის ტიპს მიეკუთვნება. შენობა ორი ქუჩის შესაყარზე დგას და მათ ერთგვარ შემკვრელს, არქიტექტურულ მახასიათებელს წარმოადგენს. ნაგებობა რუსული П-ს გეგმის მქონეა. მის დომინანტურ ნაწილ წარმოადგენს დაწახნაგებული ფორმის ხის აივანია, რომელიც ქუჩების გადაკვეთისკენ მიმართულ ფასადს შემოუყვება. აივანის თაღები დორიულ სვეტებს ეყრდნობა, მოაჯირი ორნამენტირებულია. მაზნიაშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილია და გადაღებილი. ამ მხარეს ფასადზე ძველი ელემენტებიდან მხოლოდ ხის კრონშტაინებია შენარჩუნებული ლითონის გადახურვის ქვეშ. შენობის შვერილი ნაწილი და წინამძღვრიშვილის ქუჩისკენ მიმართული ფასადი უფრო იტვირთება დეკორატიული ელემენტებით. პირველი სართული მაღაზიებითაა სახენაცვალი, თუმცა შენარჩუნებულია კედლის ღრმა თაღი. მეორე სართულის სარკმლებს დეკორატიული თარო და სწორკუთხა დეკორატიული ნიშა ამკობს. შენობას მარტივი პროფილის მქონე კარნიზი შემოუყვება. ეზოს მხრიდან ნაგებობა მოგვიანო გადაკეთებების კვალს ატარებს და რამდენადმე ქაოტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. თავდაპირველი ელემენტებიდან შენარჩუნებულია ხის დორიული სვეტები და კიბე. ნაგებობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, რაც განსაკუთრებით, ეზოს მხარეს გამავალი ფასადის დათვალიერებისას ხდება ცხადი. შეინიშნება ბზარები, ნესტი, შენობა ავარიულია და საჭიროებს გამაგრებას. მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4591
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მაზნიაშვილი გიორგის ქ./19.წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./56
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს-ის მეორე ნახევარი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
საცხოვრისი>>ქალაქური;
სავაჭრო;საცხოვრისი>>სასტუმრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80247552
Y: 41.70675478