{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3190?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3190?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3190?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3190",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3190,
    "ID" : 3190,
    "Name" : "შ.პ.ს მუშთაიდის პარკის ადმინისტრაციის შენობა (ყოფილი კუსტარული კომიტეტის შენობა)",
    "FullName" : "საქ. მწვანეები",
    "Description" : "კავკასიის კუსტარული კომიტეტის, იგივე ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის თავდაპირველი ნაგებობა, ამჟამად, კი მუშთაიდის ბაღის ადმინისტრაციული შენობა XX საუკუნის პირველ ათწლეულში აიგო. ,,კავკასიის კუსტარული კომიტეტი” (კუსტარი რუსული სიტყვაა და შინამრეწველს, ხალხურ ოსტატს ნიშნავს) 1899 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა და მის მიზანს წარმოადგენდა კავკასიის მასშტაბით ხალხური რეწვა-ხელოსნობისა და ხელოვნების კერების აღნუსხვა-აღწერა. ორგანიზაციის შექმნა დროის მოთხოვნებს პასუხობდა, რადგან ხელნაკეთი ხალხური და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შექმნა, ტრადიციულ სახეებსა და ფორმებზე დაყრდნობით ახალი თანამედროვე ნიმუშების დამზადება, ხალხური ოსტატებისა და მათი ნამუშევრების დაცვა იაფფასიანი პროდუქციის მოზღვავების ფონზე, სწორედაც რომ აქტუალურ საკითხებს წარმოადგენდა პროგრესულად მოაზროვნე პროფესიულ საზოგადოებებში. კომიტეტის საქმიანობა ორიენტირებული იყო კავკასიის, როგორც ხელნაკეთი ნივთების ექსპორტიორის პოტენციალის დადგენა და საექსპორტოდ მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნივთების დამზადებაზე. ასეთი ექსპონატები ძირითადად საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე გადიოდა, რომლებზეც რუსეთის იმპერია რეგულარულად აგზავნიდა საკუთარ ნიმუშებს, მათ შორის, ამიერკავკასიიდანაც. კომიტეტის შტაბ-ბინა თბილისში მდებარეობდა და მას დაარსებიდან ალექსანდრე ფირალიშვილი (ფირალოვი) ედგა სათავეში. კომიტეტის ფუნქციებში შედიოდა კვლევითი ექსპედიციები, ძველი იშვიათი ნიმუშების შეგროვება, ფიქსაცია, სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა ან გაუმჯობესება. კომიტეტის საქმიანობა ასევე ითვალისწინებდა მოსახლეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ტრადიციული ხელოვნების ნიმუშების შეგროვებას, რასაც საბოლოოდ თბილისში კავკასიის კუსტარული კომიტეტის მუზეუმის დაარსებაც მოჰყვა, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე მუშთაიდის ბაღში. საგულისხმოა, რომ სწორედ კუსტარული კომიტეტის ინიციატივით დაარსდა კავკასიის სააბრეშუმო სადგურიც, რომელიც, ასევე, მუშთაიდის ბაღის ტერიტორიაზე გაშენდა. კომიტეტის მუზეუმი 1913 წელს გაიხსნა. მაგრამ 1932 წელს მუზეუმს საკუთარი შენობა დაატოვებინეს, ეს უკანასკნელი მას შემდეგ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ითავსებდა და ითავსებს დღესაც. \r\nკვადრატულ გეგმარებას მიახლოებული ნაგებობა სამხრეთით, მტკვრის სანაპიროსკენ უმნიშვნელოდ დახრილ რელიეფზე დგას და მთავარი, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებით მუშთაიდის ბაღში მდგომ კაფე-შანტანის, საზაფხულო თეატრისა შენობებსა და მოძრაობის თეატრის შაპიტოს გადაჰყურებს. მთავარი, რაც შენობის იერსახეში იქცევს ყურადღებას მისი ჩრდილოეთ ფასადზე მიდგმული მაღალი, კიბეებით გაფორმებული პორტიკია. სიგანეში წასული პროპორციების, მასიური და კაპიტალურად ნაგები შენობა მაღალ ბელეტაჟზე შედგმულ ერთსართულიან შენობას წარმოადგენს, მაღალი, ნახევარსარკმლებით გაფორმებული სარდაფითა და ატიკის სართულით. სახურავის ვერტიკალური შვერილების რიგს შეადგენს ხახვის ბოლქვის ფორმისა და შპილებით დასრულებული დეკორატიული ქონგურები და ბუხრის მაღალი საკვამურები. დასავლეთის მთავარი ფასადი სამ მონაკვეთად იყოფა, რომელთაც ნაკლებად ეთქმის ,,რიზალიტურობა”. გამმიჯნავ როლს კედლის ბრტელი და განიერი პილასტრული სარტყლები ასრულებს ისევე, როგორც შენობის ოთხსავე მთავარ წიბოზე მოქცეული პილასტრები. ფასადის სიმეტრიის ღერძზე მასიურ კრონშტეინებზე შესმული რიკულებიანი ქვის მოაჯირია განთავსებული, მასზე გამოსული ორი თაღოვანი კარითა და აივნის მომიჯნავე ასევე თაღოვანი მოხაზულობის სარკმლებით. დასავლეთ ფასადის შუა მონაკვეთი დეკორატიულად გაფორმებული ფრიზის ხარჯზე სიმაღლით აღემატება განაპირა ფრთებს, რომლებშიც თითო სწორკუთხა და რკინის ცხაურით დაცული სარკმლებია მოთავსებული. ჩრდილოეთის ფასადი მუშთაიდის ბაღის ერთ-ერთ მთავარ ბილიკზე დგას და ნალისებურად შემოწერილი წყვილთაღოვანი პორტიკით შორიდანვე იქცევს მნახველის ყურადღებას. პორტიკის კარნიზი ხახვის ბოლქვისმსგავსი წყვილი ქონგურითა და ჭვირული დეკორატიული პარაპეტით არის აქცენტირებული. ჩრდილოეთის ფასადზე ორი სარკმელი გაჭრილი, ერთი პორტიკის შიგნით, მეორე მისგან მარცხნივ კედლის თავისუფალ სიბრტყეზე. ამჟამად ამოშენებულია პორტიკს ქვემოთ ფასადზე გამოსული სარდაფის ნახევარსარკმლები. პორტიკისკენ მიმავალ ერთმარშიან ქვის კიბეს ქვისავე ბალასინებიანი მოაჯირი ამკობს. \r\nშენობის ზურგის ფასადს აღმოსავლეთისა შეადგენს, რომელიც დასავლეთის ფასადის სარკმელთა რაოდენობასა და განლაგებას იმეორებს, თუმცა მისგან განსხვავებით კონტრასტულად სადა და უსამკაულოა, თუ არ ჩავთვლით მარტივად პროფილირებულ კარნიზს, სართულშუა ვიწრო დეკორატიულ თაროსა და გარეთა წიბოების პილასტრულ სარტყლებს. \r\nსამხრეთის ფასადზე მინაშენია, ქვის სარდაფული სართულითა და მასზე დაშენებული ხის ყრუდ შეფიცრული პირველი სართულით. ამავე მხარეს მთავარ შენობას აკლია თავდაპირველი ხის აივანი და ხისსავე მისასვლელი კიბე. შენობის ეზო პატარაა და დასავლეთის ცენტრალურ ფასადის მხარეს, იმპოსტებზე დაბჯენილი ნალისებრ თაღში გამოყვანილი პატარა და დაბალი ჭიშკრით გამოდის ბაღის ტერიტორიაზე. \r\nშენობის სარდაფი, რომლის სიმაღლე დაახლ. 3 მეტრია, აგურის წყობაში გამოყვანი კამაროვანი გადახურვისაა. შენობის დეკორატიულ მოტივებში ჭარბობს რვაქიმიანი ვარსკვლავისა და კანელურებიანი ღარებით შედგენილი, ჰორიზონტალური ზოლურების გამოყენება. შენობის ავთენტურობა მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია, თუ არ ჩავთვლით რიგ დაზიანებებს (ამოშენებულ ნახევარსარკმლებს პორტიკის მხრიდან, სამხრეთ ფასადზე არსებულ ცვლილებებს, გვიანდელი მინაშენითა და ქვის მიდგმული კიბით). \r\nშენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შენობის ფასადი შეღებილია და ნალესობაც ძირითადად შენარჩუნებულია. მოუვლელი და ჩაკეტილია ნესტიანი სარდაფები; კეთილმოსაწყობია მომცრო ეზო. რესტავრაცია-რეკონსტრუქციას საჭიროებს სამხრეთ, ეზოსპირა ფასადი. აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./182",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1899 წელი",
    "InitialFunction" : "\nადმინისტრაციული\u003e\u003eსხვა;კულტურა\u003e\u003eმუზეუმი;",
    "CurrentFunction" : "\nადმინისტრაციული;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.786659440000001,
    "Y" : 41.720941459999999
  }
}