ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3189
ObjectID: 3189
ID: 3189
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სახლი სამსართულიანია ცოკოლის სართულით, ნაგებია ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით და მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. შენობას ლათინური ასო U-ის ფორმა აქვს,ა ეზო გახსნილია სახლის სიღრმეში. მთავარი ფასადი სიმეტრიულია სადარბაზოს ღერძის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არაა დატვირთული დეკორატიული ნალესი, თუ ნაძერწი დეტალებით და სადასადო სიბრტყე დამუშავებულია სადა, რუსტირებული ლესვით, ქალაქისა და ქუჩის განაშენიანებაში მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფასადი შეღებილია და ფერთა მონაცვლეობა (თბილი და ცივი ფერები), რომელიც სახლს ჯერ კიდევ შემორჩა, მას მეტ მომხიბვლელობას მატებს. ცოკოლის სართული (ქუჩის მხრიდან) ბაზალტის დიდი კვადრებითაა მოპირკეთებული. მის სარკმელებს (ფასადის მარცხენა მხარეს) ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს სახლის თანადროული, ნაჭედი გისისები და ლითონის შემინული ცხაურები განათებისთვის. II და III სართულებზე, ასევე სიმეტრიულად განთავსებულია ლითონის, თანადროული აივნები, რომელთა კონსტრუქცია ამორტიზირებულია, მოაჯირები კი დაჟანგული. ყურადღების ღირსია III სართულის ფანჯრების მორთულობა. საპირეების ძირები იატაკის დონემდე ჩამოდის და დაყრდნობილია პროფილირებულ კარნიზზე, რომელიც მასიურ სხმულ კრონშტეინებზეა დაყრდნობილი. ფასადს ჰორიზონტალურად ჰყოფს ორი კარნიზი, პირველი I სართულის თავზე, მეორე კი III სართულის. შენობას თავზე პარაპეტი გასდევს, რომელიც ცენტრალურ ნაწილში მრუდხაზოვნადაა აზიდული. პარაპეტის ქვეშ, II სართულის დონეზე რელიეფურ წრეებში შენობის თარიღი იკითხება - 1912 წ. ფასადის ცენტრში I სართულის დონეზე, არის სადარბაზოს კარი და თაღოვანი გვირაბი. სადარბაზოს ორფრთიანი კარი ხისაა, სადად დამუშავებული, ლითონის ცხაურებით (ნაჭედი და სხმული ელემენტებით). თავად სადარბაზოც სადადაა დამიშავებული. ინტერიერში შემონახულია ორმარშიანი მაზაიკური საფეხურებიანი კიბე, რომელსაც ლითონის ჭედური მაჯირი მიუყვება. გვირაბში უსახური, მოგვიანებით გაკეთებული ლითონის ჭიშკარია. რელიეფის გამო, ცოკოლის სართული, ნახევარსართულის ტიპისაა და ეზოს მხარეს გახსნილია ხის ლოჯიებით. ეზოს ფასადების ზედა სართულები ხის შუშაბანდებითაა შევსებული, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შერჩენილი აქვთ პირვანდელი სახე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეთა მიერ ფასადზე მოწყობილია უსახური მინაშენები, რაც სახლის იერ-სახეს ამახინჯებს. ეზოს ფლიგელებს აბოლოებს აგურით ნაგები სადარბაზოები. ეზოში არის რამდენიმე მინაშენი. სახლზე დაშენებულია თანამედროვე მანსარდის სართული. იგი საკმაოდ უსახურია და მის იერ-სახეს არ შეესაბამება. დათვალიერების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები და კონსტრუქციული ბზარები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით და სხვადასხვა გარემოებით. სავალალო მდგობარეობაშია ეზოს ფასადები და საინჟინრო კომუნიკაციები. განაჟონი და ზედაპირული წყლები აზიანებს შენობის საძირკველს. მთავარ ფასადზე ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონე. რეკომენდაცია - რეაბილიტაცია, რესტავრაცია. სახლი მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იგი ქუჩისა და ქალაქის განაშენიანებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5245
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./118
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1912 წ.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79732066
Y: 41.71373846