{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3188?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3188?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3188?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3188",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3188,
    "ID" : 3188,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ე.წ. ,,ტრამვაელთა” მიკრორაიონის შემორჩენილ ნაგებობათა შორის მოცემული საცხოვრებელი კორპუსი თავისი მდებარეობითა და სრული საფასადო განვითარების გამო დომინანტის როლს ირგებს. გ. ცაბაძის ქუჩისა და დ. აღმაშენებლის გამზირის კვეთაზე მოქცეული, თუმცა ძირითადად, გ. ცაბაძის ქუჩის პარალელურად განვითარებული შენობა თავისი ხაზოვანი გეგმარებით, საერთო კონფიგურაციით, საფასადო გადაწყვეტითა და დეკორის ელემენტებითაც კი, ცაბაძის ქუჩის #3-ში მდებარე კორპუსის სრული ანალოგია, სადაც ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს თან ერთვის ისლამურ-მავრული არქიტექტურული მოტივებისა და ქართული ,,ეროვნული სტილის” დეკორატიული პროგრამიდან ცალკეული ნიმუშების გამოყენების მცდელობა. ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #197-სა და ცაბაძე გიორგის #1-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით აშენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. \r\nდ. აღმაშენებლის გამზირისა და გ. ცაბაძის ქუჩის კვეთის კუთხეში მოქცეული საცხოვრებელი კორპუსი გეგმარებით ხაზოვანია. ის წარმოადგენს მრავალბინიან სამსართულიან სახლს, სამი სადარბაზო შესასვლელით ეზოს მხრიდან. რელიეფი, რომელზეც კორპუსი დგას, მცირედაა დახრილი სამხრეთით, მტკვრის სანაპიროსკენ. \r\nსახლი ორი ფასადით გადის ქუჩებზე: დასავლეთის ფასადი ბ. პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს გადაჰყურებს, სამხრეთის ფასადი _ ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის შენობას. სახლი საერთო კონფიგურაციით და მასათა განაწილებით სიმეტრიულია. \r\nგ. ცაბაძის გამზირზე მოქცეული ფასადი სამ ძირითად მოცულობად ნაწევრდება: განაპირა რიზალიტები მცირე შვერილით გამოდიან ქუჩისკენ, ცენტრალურ ნაწილში პირველ და მეორე სართულების ღრმა ლოჯიები ერთიან თაღედს ქმნის. პირველი სართული მთელი შენობის სიგრძეზე ვიტრინებს ეთმობა. კიდურა ჩრდილოეთ და სამხრეთ გვერდითა ფასადებზე ორსართულიანი და რელიეფებიანი პარაპეტებით გაფორმებული ლოჯიებია მოთავსებული, თავზე მოქცეული ღია ტერასა-აივნებითურთ (ამჟამად ყველა ლოჯია შემინულია, ამოშენებულ ტერასებს ბოლო წლებში დაშენებები დაემატა). ეზოსპირა ფასადზე მკვეთრად გამოიყოფა შუა წახნაგოვანი მოცულობით გამოსული რიზალიტი. სადარბაზოებში რკინის მოაჯირიანი და ქვის მარშიანი კიბეებია განთავსებული. \r\nკორპუსის საკმაოდ მაღალი (დაახლ. 3 მ) ბრტყელჭერიანი სარდაფი ეზოს ფასადზე ნახევარსარკმლებით გამოდის. კარისა და ფანჯრის ყველა ღიობი, გარდა ქუჩის მთავარ ფასადზე განაპირა რიზალიტების მეორე სართულის შეისრული ფორმის ფანჯრებისა, სწორკუთხაა. ძირითადი სამშენებლო მასალა აგურია, სახურავის მასალა _ ლითონი. შენობის ფასადები შელესილი და შეღებილია. ბოლო წლებში კორპუსზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედა.G\r\nგ. ცაბაძის ქუჩის მხარეს  კორპუსის შუა ბლოკზე ლოჯიების თაღების ფორმები სართულების მიხედვით სხვაობს: მეორე სართულზე სამყურა ფორმისაა, ხოლო მესამე სართულის ლოჯიების გამაერთიანებელი სვეტების, რომლებიც დედაბოძის თავისუფალი ინტერპრეტაციით არის მოცემული, მარტივი აბრისის მქონე ,,კაპიტელების” გადაბმა ლოჯიათა თაღედ სტრუქტურას ქმნის. კორსპუსის ფასადს ასრულებს სადა, ძლიერად შვერილი კარნიზი და სამერცხლე სარკმლებით დაცხრილული სხვენი. \r\nსაფასადო პლასტიკის მთავარ სამკაულს ქმნის შუა საუკუნეების ქართულ-ისლამური არქიტექტურის დეკორატიული მოტივების მიხედვით გადაწყობილი და ნალესობაში გამოყვანილი რელიეფები შეისრულთაღიანი ფანჯრების ალათებიდან, ლოჯიების პარაპეტებიდან, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კიდურა გვერდითა ფასადებზე პირველი და მეორე სართულების გამაერთიანებელი კედლის ბრტყელი პილასტრების კაპიტელებიდან, მთავარი ფასადის მესამე სართულზე ლოჯიათა თაღედის სვეტების გაფორმებიდან. ძეგლის მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტთან ერთად მისი მხატვრულობაც განაპირობებს. \r\nავთენტურობის ხარისხი, მიუხედავად რიგი ჩარევებისა (შუშაბანდებად გადაკეთებული და ამოშენებული ლოჯიები, ამოშენებული ტერასა, კიდურა ფლიგელებზე განხორციელებული დაშენებები) შენარჩულებულია და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4197",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ცაბაძე გიორგის ქ./1.აღმაშენებელი დავითის გამზ./197",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789274159999998,
    "Y" : 41.721143789999999
  }
}