{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3187?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3187?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3187?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3187",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3187,
    "ID" : 3187,
    "Name" : "ყოფილი კაფე-შანტანის შენობა მუშთაიდის პარკში",
    "FullName" : "საცეკვაო სტუდია",
    "Description" : "შენობა მუშთაიდის ბაღის ტერიტორიაზე, მის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს, მოსწორებულ რელიეფზე მდებარეობს. შენობა, რომლის აგების თარიღი XIX საუკუნის მიწურულს უახლოვდება, ბაღის სანახაობრივ-გასტრონომიული დანიშნულების მრავალ შენობათაგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო, სავარაუდოდ, კაფე-შანტანის ტიპისა. გეგმარებით ხაზოვანი ნაგებობა მთავარი, ჩრდილოეთის ფასადით მის წინ საკმაოდ მოზრდილ, თავისუფალ სივრცეს გადაჰყურებს, რომელიც საზაფხულო თეატრსა და მუშთაიდის ბაღის ადმინისტრაციის შენობას (ყოფილი კუსტარული კომიტეტის შენობა-მუზეუმი) შორისაა მოქცეული. \r\nაგურით ნაგები შენობის ფასადი მთლიანად ხის მასალაშია გადაწყვეტილი. შენობა საკმაოდ შთამბეჭდავი, გრძელი დარბაზით ორი, პარალელური კარის მეშვეობით რვაწახნაგა, ჰაეროვანი და მაღალი პორტიკით იხსნება ბაღის ტერიტორიისკენ. ცენტრალური ფასადის კონსტრუქციები, ღიობები, კედლის სიბრტყე, ფრიზის გაფორმება და კრონშტეინებზე დაყრდნობილი კარნიზიც, ხის მასალაში შესრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, თავისი დროის ტენდენციურ ფსევდო-ბაროკალურ არქიტექტურულ დეკორს თავისებური სტილიზაციით გარდაქმნის ხის მასალაში. ერთიანად აჟურული, მსუბუქი და წაგრძელებული პროპორციების მქონე ფასადი ბრტყელი ნახევარსვეტებით და მათ შორის მოქცეული ოვალური სარკმლების სიმეტრიული რიგით ნაწევრდება. ნახევარსვეტებსა და სარკმლებს შორის მონაკვეთი ჩაჭრილი კვეთის მცენარეული ორნამენტული ხალიჩით ივსება. რთული პროფილის კაპიტელებით დასრულებული ნახევარსვეტები ცოკოლის ზონაში ,,ზემოდან” ედება ყრუ პარაპეტის მსგავს დაბალ კედელს, რომლის რუსტის მოხაზულობას პირობითად მიმსგავსებული, კვადრატული მოტივებით გაფორმებას, კაპიტელებზე დაყრდნობილი ფრიზული სარტყელიც იმეორებს. კარნიზი რთული პროფილის კრონშტეინებს ეყრდნობა. სიმეტრიულ ღერძზე მოთავსებული ორი, ერთმანეთთან ახლოს მდგომი კარები სარკმელთა სიმაღლეს არ სცილდებიან და ფორმით, თუ დამუშავებით, ასევე, სარკმლების იდენტურნი არიან. \r\nშენობის გვერდითა და უკანა ფასადები სადა, დაუმუშავებელია. შენობის ინტერიერის დათვალიერება, მისი ავარიული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. მიახლოებულია შენობის სარდაფის სიმაღლეც _ 2 მ. \r\nშენობის ფიზიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: საგრძნობლად დაწეულია ფუნდამენტი, ჩამოზნექილი და ჩამოვარდნის პირასაა სახურავი, კედლები დაქანებულია, ხის კონსტრუქციები და დეტალები ბევრგან დამპალი და გამოფიტულია. ძეგლის ფიზიკური შენარჩუნება მხოლოდ სასწრაფო გამაგრებითი და სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებით იქნება შესაძლებელი. \r\nშენობის ავთენტურობა მეტწილად შენარჩუნებულია, მისი განსაკუთრებულობა კი მისი სიძველეა, რადგან XIX საუკუნის მიწურულის კაფე-შანტანები საქართველოში ძნელად მოიძებნება, თუ საერთოდ ვერც-კი. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4189",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./182",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1890 წელი",
    "InitialFunction" : "კომუნალური მეურნეობისა და  საყოფაცხოვრებო მომსახურეობის\u003e\u003eკვების ობიექტი\u003e\u003eრესტორანი;",
    "CurrentFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.786116389999997,
    "Y" : 41.721149009999998
  }
}