ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3186
ObjectID: 3186
ID: 3186
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა სამსართულიანია ცოკოლის სართულით და მთავარი ფასადით ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე გამოდის. იგი აგურითაა ნაშენი. შელსილი და შეღებილია. შეობის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. მთავარ ფასადს ანაწევრებს ღიობების რიტმი. ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები. ღიობები პირველ სართულზე საპირეების გარეშეა. სარკმლების რიტმს გვერდებში მართკუთხა ფილები მიუყვება, რელიეფური კონვერტებით. ღიობები სწორკუთხოვანია თავზე ლუნეტებით. ნიშებს ცენტრში საჭექი ქვები აქვთ, რომლებზეც ორნამენტირებული დეტალებია. მეორე სართულზე ღიობებს გვერდებში სტილიზებული პილასტრები აქვთ იონური კაპიტელებით. პილასტრები დეკორატიული ორნამენტებით ბოლოვდება და მათი ბოლოები კარნიზებს ერწყმის. ღიობების თავზე ნახევარწრიული პროფილებია, რომლებსაც გულში მოთავსებული რელიეფური ორნამენტები აქვთ. მესამე სართულზე ღიობები სწორკუთხოვანია ზედა მხრიდან სადა მართკუთხა დეტალით. ღიობებშორის სიბრტყეზე ნიშებია. ღიობების რიტმს ქვედა მხრიდან მიუყვება მართკუთხა ნიშები, რომლებსაც გულში რელიეფური ნაძერწი დეკორატიული ელემენტები აქვთ. ფასადის განაპირა მხარეებზე სადარბაზოში შესასვლელი, ორსინათლიანი იდენტური ხის კარია. კარები გაწყობილია ხისავე ორნამენტებითა და დეტალებით. კარები გამოირჩევა მხატვრილი დამუშავების მაღალი ხარისხით. მეორე სართულზე აივანებია, რომელიც ფასადის სიბრტყიდან არ არის გამოწეული და, სავარაუდოდ, მოგვიანებითაა მოწყობილი. ფასადის მარჯვენა, განაპირა კიდეში ეზოში გასასვლელი გვირაბია. გვირაბს სადა ლითონის ჭიშკარი აქვს. ჭიშკრის ზემოთ ჩაშენებულია საცხოვრისი. ფასადზე ნალესობა დაზიანებულია და ნაწილობრივ ჩამოყრილი. აღწერილი სახლი თავისი მასშტაბით, მორთულობით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწვეტით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჭავჭავაძის ქუჩის მხატვრულ-ისტორიული და არქიტექტურულ-გეგმარებითი სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5309
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭავჭავაძე ზურაბის ქ./6
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79710385
Y: 41.71197564