CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3181
ObjectID: 3181
ID: 3181
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: სამსართულიანი შენობა აგურითაა ნაშენი და მთავარი ფასადით ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გამოდის. სახლის გეგმას ლათინური U –ს ფორმა აქვს. შენობის ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მას სამ ნაწილად ჰყოფს ფასადის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალტები, რომლებიც ისევეა დამუშავებული, როგორც ფასადის დანარჩენი ნაწილები. სახლს აგვირგვინებს პროფილირებული ლესვით დამუშავებული პარაპეტი, რომელიც ცენტრში ამაღლებულია და თაღოვანი დაბოლოება აქვს. ფასადის ცენტრშია მოქცეული ეზოში შესასვლელი გვირაბი. ავთენტური ჭიშკრის მაგივრად მას ლითონის უსახური ჭიშკარი აქვს შეკიდული. ჭიშკრის ორივე მხარეს განთავსებული სადარბაზოში შესასვლელი კარები, რომლებიც ასევე შეცვლილია თანამედროვე რკინის კარით. სადარბაზოში სადა, ლითონის მოაჯირიანი ორმარშიანი კიბეა. მთავარი ფასადის სამივე სართულს ანაწევრებს ღიობების რიტმი. საფასადო კედელს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები, სიბრტყე დამუშავებულია რუსტირებული ლესვით. III სართულზე ღიობები მორთულია პროფილირებული საპირეებით, რომელთა ცენტრში განთავსებულია ადამიანის სახის სკულპტურული გამოსახულება, ხოლო I და II სართულებზე ღიობებს საპირეები არ აქვთ. მთავარი ფასადის II და II სართულებზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შენარჩულებული აქვს პირვანდელი სახე, თუ არ გავითვალისწინებთ III სართულის აივნის თავზე მოწყობილ გადახურვას. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები, რომელთა ნაწილი ხისაა და მოსახლეობის მიერაა სახეცვლილი. მოაჯირები ძირითადად ხისაა ან თანამედროვე მასალით არის მოპირკეთებული. მხოლოდ III სართულის ნაწილშია შემორჩენილი ხის აივანი აჟურული თავსართიანი ელემენტებით. I და II სართულების დონეზე არის თანამედროვე უსახური მინაშენები. ეზოს ცენტრში ონკანია. ეზოს მხრიდან ორ ადგილას სარდაფში ჩასასვლელია. სარდაფი სახლის მთელ პერიმეტრზეა. შენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მხოლოდ ნალესობაა დაზიანებული. არამდგრადია ეზოს ფასადების ხის შუშაბანდები. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონეც. რეკომენდაცია – რეაბილიტაცია-რესტავრაცია. შენობა ქუჩისა და ქალაქის განაშენიანებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამ სახლში 1915-1946 წწ. ცხოვრობდა გამოჩენილი რეჟისორი გ. ტოვსტონოგოვი, ვის სახელსაც დღეს ეს ქუჩა ატარებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4931
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტოვსტონოგოვი გიორგის ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79606985
Y: 41.71370473