CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3180
ObjectID: 3180
ID: 3180
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა, რომელიც ორსართულიან საცხოვრებელ ბინას წარმოადგენს, XIX საუკუნის მიწურულში თბილისში მოღვაწე არქიტექტორისა და ინჟინრის, ალექსანდრე ოზეროვის მიერაა აგებული მასწავლებელთა ოჯახის დაკვეთით. ეს შენობა ბორჯომის ქუჩის #14-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომელსაც მსგავსი გეგმარება აქვს, ერთიან განაშენიანებას ქმნიდა. აგურითა და ხის კონსტრუქციებით ნაშენი და კვადრატული გეგმარების მქონე სახლი ბორჯომის ქუჩაზე გამომავალ ეზოში მოსწორებულ რელიეფზე დგას. ასევე ბორჯომის ქუჩა გადაჰყურებს მისი მთავარი აღმოსავლეთის ფასადი. აგების დროისა და ადგილის შესაბამისად, სახლის ცენტრალური ფასადი (დანარჩენები უსამკაულოა), ფსევდო-კლასიცისტური მოტივებით სადად და თავშეკავებულად არის გადაწყვეტილი, თუმცა აკადემიური იერსახე ლოკალური სამშენებლო ტრადიცით არის გამრავალფეროვნებული ისეთით, როგორიცაა ხის დიდი გადახურული აივანი ქუჩის მხარეს. აღმოსავლეთის ფასადს სიმეტრიის ღერძზე არსებული მასიური მინაშენის გამო, რომელიც ხის აივნის ქვედა მხარეს არსებულ სადარბაზო კარსა და მისასვლელ კიბეებს ფარავს, დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. თუმცა პირვანდელი კომპოზიციის დადგენა ზედაპირული დათვალიერებით მაინც შესაძლებელია (მინაშენში შესვლა და ყოფილი სადარბაზოს ნახვა ვერ მოხერხდა): შუა არე სადარაბაზო შესასვლელსა და მის თავზე მოქცეულ ხის ჭვირული არშიით გაფორმებულ ხის გადახურულ აივანს მოიცავს, განაპირა ფრთებზე წყვილ-წყვილი სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი, პირველი სართულის სარკმლებს ხის პირვანდელი დარაბები მოსავს, სამკაულად კი ნალესობაში გამოყვანილი გეომეტრიული ტეხილის თავსართი და რაფის ქვევით დეკორატიული რუსტის წყობაა გამოყენებული. ,,ხაოიანი” რუსტირებული ვერტიკალური სარტყლებით იყო ფლანკირებული სადარბაზო კარიც (მოჩანს ამ სარტყელთა ფრაგმენტები). თაროს სარტყლით გამოყოფილი ზედა სართულზე სარკმელთა დეკორს მარტივი აბრისის მქონე სანდრიკები წარმოადგენს. აივნის ზონაში არსებულ ღიობებს კვლავ ხის დარაბები გამოჰყოფს. აღმოსავლეთის ფასადის პირვანდელ სახეს უხეშად ხელჰყოფს სამხრეთით არსებული მინაშენი, რომელიც ქვის ერთმარშიანი და რკინისმოაჯირიანი კიბით გამოდის ეზოს ქუჩისპირა მხარეს. მინაშენს რკინის განიერი წინფრა ხურავს. ეზოს სიღრმეში განვითარებული შენობის მოცულობის სამხრეთი ფასადი ქვედა მხარეს სართულის კიბეებჩამავალი სათავსოებით იხსნება. სარდაფების მიახლოებული სიმაღლე 2 მეტრია. ეს ფასადი აღმოსავლეთ ფასადის მსგავსი სარკმლების ორსართულიანი წყობით ფორმდება და დასასრულს სადარბაზო კიბის ნახევრადღია უჯრედით სრულდება. უკანა ეზოს სადარბაზო კედლებით ნახევრადშემოსაზღვრულ რკინის მიდგმულ კიბეებს მოიცავს. ზურგის ფასადი, მასზე მიდგმულ ერთ მინაშენს თუ არ ჩავთვლით, სრულიად სადა, სწორკუთხა სარკმლის ღიობებით ნაწევრდება მხოლოდ. აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე განვითარებული ეზო პატარაა. მის პერიმეტრს საგრძნობლად ამცირებს ეზოში ჩადგმული დამხმარე სათავსოები და დამატებითი მომცრო საცხოვრებელი ფართები. აღსანიშნავია, ეზოს ნახევრადღია აგურის ღობე ბორჯომის ქუჩის მხრიდან, რომლის სვეტებს შორისაც რკინის ცხაურია ჩადგმული. რკინის ჭიშკრის გვერდით მომცრო თაღოვან გასასვლელში ეზოში შემავალი ცალკე კარია მოთავსებული, რომელიც პირდაპირ უყურებს აღმოსავლეთის ფასადზე მიდგმულ მეორე მინაშენის ქვის კიბეს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია: მოძველებული და გასამაგრებელია ხის კონსტრუქციები, კედლებიდან ჩამოცვენილია ნალესობა, სამხრეთის ფასადზე ზოგ ადგილას მორღვეული სართულშუა თარო, ჩამოცვენილია კარნიზის აგურები. ცუდად დაცულია შენობის აუთენტურობაც, განსაკუთრებით ცენტრალურ აღმოსავლეთის ფასადზე, სადაც უსახური და სახელდახელოდ ამოშენებული დამატებითი საცხოვრებელი ფართი სრულიად ფარავს პირვანდელ სადრბაზო შესასვლელს. რამდენიმე ღიობი თვითნებურად გაფრთოებული ან შევიწროვებულია. მიუხედავად ზემოთქმულისა, შენობის ფიზიკური შენარჩუნება აუცილებელია, ქუჩის ისტორიულ-მხატვრული იერსახის მთლიანობის დაცვის მიზნით. ფასადები რესტავრაციას და უხეშ მინაშენებისგან განთავისუფლებას საჭიროებს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3981
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბორჯომის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79281782
Y: 41.71989697