CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3178
ObjectID: 3178
ID: 3178
Name: ყოფილი თსს
FullName: ყოფილი თსს
ComplexName:
Description: სახლი მთავარი ფასადით აღმაშენებლის პროსპექტზე გამოდის. იგი სამსართულიანია. ფასადის მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა სადაა და მონოტონური. ფასადს ექვს ნაწილად ჰყოფს სამი რიზალიტი. აქედან ორი განაპირა ერთი ზომისაა (ერთი ღიობით), ხოლო ცენტრალური უფრო მოზრდილი (სამი ღიობით). ფასადის მარცხენა განაპირა ნაწილი (რიზალიტის გვერდით), სავარაუდოდ, მოგვიანებით ჩაშენებულია. იგი ფასადის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებულია. I სართულზე მოზრდილი თაღოვანი (სამცენტრიანი) ვიტრინაა, სავარაუდოდ გვირაბი იქნებოდა, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა სათავსოდ. II და III სართულებზე კი შეწყვილებული მართკუთხა ფანჯრებია, პროფილირებული საპირეებით. ფასადის ამ ნაწილს აბოლოებს კარნიზი და პარაპეტი. შენობის მთელი საფასადო სიბრტყე (II და III სართ.) დანაწევრებულია ორი სართულის სიმაღლის პილასტრების და ღიობების რითმით. II სართულზე მართკუთხა ფანჯრებია პროფილირებული საპირეებით, ხოლო III სართულზე თაღოვანი. ღიობების ქვეშ ლესვაში გამოყვანილი გულები. პილასტრების ზედა მონაკვეთები კანელურებიანია. ფასადებს ჰორიზონტალურად ანაწევრებს სართულშუა პროფილირებული სარტყლები. პირველი სართული სწორკუთხა ღიობების რიგით ნაწევრდება და საფასადო სიბრტყე რუსტირებულია. შენობას აბოლოებს დიდი ზომის პროფილირებული კარნიზი და რიზალიტების თავზე სწორხაზოვანი პილასტრებიანი პარაპეტი და დანარჩენ ნაწილებში ტუმბოების და ლითონის ბარიერების რიტმული მონაცვლეობა. ეზოს ფასადი აგურისაა და გადაღებილია. ღიობებს გარშემო აგურის წყობაში გამოყვანილი მოჩარჩოება აქვს და საფასადო კედელიც, ასევე აგურის წყობაში გამოყვანილი დეკორატიული წყობითაა გაფორმებული. სახლი გეგმარებითა და არქიტექტურული მასშტაბით ურბანული ღირებულების მქონეა, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანების ისტორიული ქსოვილის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4170
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./148
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ;
CurrentFunction: სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79235065
Y: 41.71595039