CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3176
ObjectID: 3176
ID: 3176
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დიმიტრი უზნაძის ქუჩა #54-ში მდებარეობს. შენობა XIX საუკუნის ბოლო პერიოდისაა. ნაგებობა სამსართულიანია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია აგური. მის მთავარ ფასადს, რომელიც დ. უზნაძის ქუჩის მხარეს გამოდის საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტა აქვს. მისი ფასადი ორ ნაწილიანია. ერთი ნაწილი შეწეულია, რის შედეგადაც ფასადი "ტყდება" და იქმნება კუთხე. შენობის ეს ორი ნაწილი ერთმანეთისგან რამდენიმე არქიტექტურული დეტალებით განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ვხვდებით ზედა სართულზე სამ-სამ ღიობს, თუმცა შეწეულ ნაწილში ცენტრალურ ღიობთან განთავსებულია მცირე ზომის რკინის აივანი. მეორე სართულზე ღიობებს მხოლოდ შეწეულ ნაწილში ვხვდებით. 2 სადარბაზოა განთავსებული ქუჩისპირა მხარეს. შენობის მცირე დეკორი, რუსტირებული კუთხეები, პარაპეტი და კარნიზი ხაზობრივ-გეომეტრიული ხასიათისაა. შეწეულ ნაწილში პარაპეტის ცენტრალურ ნაწილი ნახევარწრიული ფორმის თაღით არის ამაღლებული. აღსანიშნავია შენობის სადარბაზოს კარი, რომელიც მხატვრული ღირებულების მატარებელია. მისი სახელურები და ცხაური ორნამენტირებულია. სახელურზე ვხვდებით ლომის თავებს. ასევე ლომის თავები და ყვავილოვან კომპოზიციაში ჩართული ფრინველთა გამოსახულებებია წარმოდგენილი კარის გაფორმებაში. აღსანიშნავია, ასევე სადარბაზოს ქვის კიბე და მისი ლითონის მოაჯირები. შენობას მარჯვნივ და მარცხნივ მიშენებები აქვს. ქუჩის პირს არის გასწორებული პირველი სართულის დონეზე შეწეული ნაწილი. სარდაფში ჩასვლა ქუჩის მხრიდან ხდება. მიშენებების გამო გვერდითა ფასადების ნახვა შეუძლებელია. სარდაფის სიმაღლე დაახლოებით 2.50 მ. ამჟამად სარდაფში ,,კახური დუქანი’’-ია განთავსებული, რის შედეგადაც ის ნაწილობრივ გადაკეთდა. 1882-1884 წწ. ამ სახლში მწერლები, ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტა ფონ ზუნტერი და არტურ გუნდაკარ ფონ ზუნტერი ცხოვრობდნენ.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4957
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: უზნაძე დიმიტრის ქ./54
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79378872
Y: 41.71013572