CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3173
ObjectID: 3173
ID: 3173
Name: პოლიციის შენობა
FullName: პოლიციის შენობა
ComplexName:
Description: შენობა სამსართულიანია, ე.წ. რუსული აგურით ნაგები, სარდაფითა და მანსარდით. გეგმას წაგრძელებული ლათინური ასე L-ის ფორმა და გრძივად განვითარებული შიდა ეზო აქვს. დღეის მდგომარეობით, ამ შენობაში პოლიციაა, მხოლოდ ეზოს ფლიგელის III სართულზეა შემორჩენილი ერთი საცხოვრისი. მთავარი ფასადი დავით აღმაშენებლის გამზირისკენაა მიმართული და უხვადაა შემკული დეკორატიული ელემენტებითა და ორნამენტებით. მას განაპირა ნაწილებში მცირედგამოწეული რიზალიტი აქვს, რომელიც სამივე სართულის სიმაღლეზე ვითარდება. განსხვავებულია რიზალიტების სიგანე, მარცხენა შედარებით ვიწროა, ვიდრე მარჯვენა. რიზალიტების საფასადო სიბრტყეები და ღიობები, მიუხედავად გაბარიტული განსხვავებისა, ერთნაირად არის დამუშავებული. I სართულზე მარცხნივ შესასვლელი კარია (ახალი, ძველმა ჩვენამდე ვერ მოაღწია), პროფილირებული ელემენტებით და ლითონის აჟურული ცხაურებითაა მორთული. სადარბაზო მდიდრულად არის დეკორირებული სკულპტურული ელემენტებით, თაღოვანი ნიშებით და პილასტრებით. ორმარშიან კიბეზე მარმარილოს საფეხურებია და ლითონის ჭედურად დამუშავებული მოაჯირები მიუყვება. მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია ლითონის, ჭედური, გრეხილი დეტალებით. მისმა მხოლოდ ზედა ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა, ხოლო ფრთები ახალი დამზადდა შემორჩენილი დეტალებისა და ორნამენტების ნახატის გათვალისწინებით. ორივე ზემოთ ხსენებული ღიობი მორთულია პროფილირებული საპირეებით და საჭექ ქვებს ლომის თავის გამოსახულება აქვს. კედელზე, ღიობების თავზე, აივნის ძირას, ორნამენტებიანი სარტყელი გასდევს, აივნების სიგანე. რიზალიტების ღიობებს ორივე მხარეს ატლანტების ქანდაკებები ამშვენებს, რომლებზეც მასიურკრონშტეინებიანი, ასევე მასიური, სხმული ელემენტებისგან შემდგარი აივნები ეყრდნობა. II და III სართულებზე რიზალიტების განაპირა კიდეებს პილასტრები აქვს. II სართულზე კანელურებიანი, III სართულზე კი გლუვზედაპირიანი შუაში ჩაღრმავებით. ორივე სართულზე ამ ნაწილებში თაღოვანი, პროფილირებული, საპირეებიანი კარებია, რომელთა ცენტრებში საჭექ ქვებს ქალის თავის გამოსახულება აქვს (II-ზე მოცრო ზომის, III-ზე _ შედარებით დიდი). II სართულის საპირე ვიწრო, კანელურებიან, კორინთული კაპიტელის სტილიზებული კაპიტელიანი პილასტრებია, რომელზეც ჩახვეულბოლოებიანი თაღოვანი საპირეა დაყრდნობილი. ანალოგიურია ფასადის ცენტრალურ ნაწილში, ამავე სართულის ფანჯრების მოჩარჩოებაც. III სართულზე, II სართულის აივნის თავზე მხატვრულად ღირებული, ლითონის აჟურულმოაჯირიანი აივნებია გადმოკიდებული. მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილის I სართულზე ორი ხის ვიტრინაა ღერძულა ხაზის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული. მათ შორის კედელს ბაზალტის ქვით მოპირკეტებული პილასტრია, რომელსაც ღიობების თავების დონეზე ქალის თავის გამოსახულებიანი კაპიტელი ამკობს. ფასადის ცენტრალური ნაწილის II და III სართულებზე ოთხ-ოთხი თაღოვანი ფანჯარაა. ამათგან შუაში ვიწრო ორი, შეწყვილებული ფანჯარა თავსართების ნახატითა და დეკორატიული ელემენთებითაა გაერთიანებული. II სართულზე დიდი ზომის, მრუდხაზოვანი, ცენტრში ჩახვეული კარნიზი ამკობს, რომლის კიდეებშიც ბავშვების გამოსახულებებია, რომელთაც გირლანდები უჭირავთ ხელში. ეს ფრაგმენტი უხვადაა შემკობილი დეკორატიული ელემენტებით. გვერდითი ფანჯრების თავზე პროფილირებული თაროებია, რომლებზეც შუაში ნაზერწი სტელებია, ხოლო გვერდებზე, გაწყვეტილი თაღოვანი პროფილები. III სართულის თავზე მთალ ფასადს, პროფილირებული მომცრო კვეთის მქონე, შუაში შუაწელზე გახნილი, თაღოვანი კარნიზი გასდევს, რომლის ქვეშაც (ცენტრში) ორნამენტებში მოქცეულია წარწერა "1904", რაც შენობის აშენების თარიღს ნიშნავს. დაბოლოს, დეკორატიულად უხვად გაფორმებული ფრიზის თავზე, მოზრდილი კარნიზი გადადის, რომელიც რიზალიტების თავზე ფრონტონებს უერთდება. ტიმპანებზე გრიფონებია გამოსახული, რომელთა შუაში კარტუშია ლომის თავის გამოსახულებით. ფრონტონების უკან პარაპეტია შემაღლებული, დეკორატიული ლარნაკებით დაბოლოებული. ცენტრში, იგივე სიმაღლის ტუმბოა, იდენტურად დამუშავებული, რომლის ორივე მხარეს ლითონის აჟურული მოაჯირებია. შენობას ასრულებს მანსარდა, რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობით იქნა შესრულებული. რიზალიტების თავზე გუმბათებია მოწყობილი შპილებით დაბოლოებული, ცენტრალურ ნაწილში კი თაღოვანი სარკმელები გამოდის. გვირაბის გავლით ეზოში ვხვდებით, რომელსაც რკინა-ბეტონის მიშენებების გამო დაკარგული ქონდა პირვანდელი სახე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ფასადებს დაუბრუნდა ძველი სახე, იმ განსხვავებით, რომ აივნების მაგიერ შუშაბანდები გაკეთდა. სვეტები, სვეტების თავსართები და ჭვირული მოაჯირები, ფასადის შეფუთულ ნაწილში აღმოჩენილი ძველი, სახლის ავთენტური ფრაგმენტის მიხედვით აღდგა. ფლიგელის ბოლოს რკინა-ბეტონის, ახალი კიბის უჯრედია. სახლს გააჩნია მაღალი სარდაფი, რომელშიც ეზოს მხარეს არსებული შუშაბანდიდან არის შეასძლებელი მოხვედრა. შენობა თავისი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობით ერთ-ერთი გამორჩეულია დავით აღმაშენებლის პროსპექტზე. მას არსებითი წვლილი შეაქვს პროსპექტის არქიტექტურული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4136
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./113
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>პოლიცია;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79541344
Y: 41.71257289