ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3171
ObjectID: 3171
ID: 3171
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის. იგი ორსართულიანია და აგურით არის ნაშენი. მის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. მთავარ ფასადზე ცოკოლის სართული ბაზალტის ქვითაა მოპირკეთებული, დანარჩენი სართულები აგურისაა და შეულესავი. დეკორი აგურის წყობითაა გამოყვანილი. მთავარი ფასადი ღიობების რიტმით იყოფა, ჰორიზონტალურად კი გასდევს პროფილირებული კარნიზები. შენობის პირველი სართული რუსტიკით არის დამუშავებული. მთავარ ფასადს კიდეებში ფასადის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალიტები აქვს. პირველი სართულის ღიობებს სადა, აგურის წყობაში გამოყვანილი პროფილირებული საპირეები აქვთ და ცენტრში ორივე სართულზე საჭექი ქვები. II სართულის ღიობებს გვერდებში აგურის წყობით, პილასტრები მიუყვება. ამ სართულზე ღიობებს თავზე (აგურის წყობაში გამოყვანილი) სამკუთხა სანდრიკები აქვთ, I სართულზე კი სწორხაზოვანი. მთავარი ფასადის II სართულზე შემორჩენილია ლითონის ორი აივანი, ჭედური ელემენტებით. მთავარი ფასადის I სართულზე, მარცხნივ, სადარბაზოში შესასვლელი კარი და ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის ავთენტური ჭიშკარი აქვს, ლითონის, ჭედური ელემენტებით. სადარბაზოს ავთენტური ხის კარი ფრამუგიანია, პროფილირებული დეტალებითა და ლითონის ცხაურებით. სადარბაზო სადაა, ორმარშიანი კიბით, ხის კიბეებითა და რიკულებიანი მოაჯირით. გვირაბის გავლით ვხვდებით შიდა ეზოში. ეზოს ფასადებზე შემორჩენილია ხის შუშაბანდები, რომელთა მოაჯირებიც მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი, ასევე შეცვლილია ფასადის პირველი სართული. მხოლოდ II სართულის ერთ მონაკვეთზეა შერჩენილი ჭვირული მოაჯირის ფრაგმენტი. სახლის ფიზიკური მდგომარეობა ზოგადი შეფასებით არის საშუალო. სერიოზული კონსტრუქციული ბზარები და დეფორმაციები არ შეიმჩნევა. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის მექანიზმები. სახლი მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით ბაქოს ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3917
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./14
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7931658
Y: 41.71836525