CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3170
ObjectID: 3170
ID: 3170
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ორსართულიანი სახლი აგებულია ე.წ. "ქართული აგურით" და გეგმაში ლათინურ "უ"-ს წარმოადგენს. ლ. პასტერის ქუჩისკენ მიმართული, მთავარი ფასადი გრძივად მიუყვება ქუჩას და საერთო განაშენიანებაშია ჩართული. პირველი სართულის ცენტრში ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბია გაჭრილი, გვირაბის მარცხნივ კი სადარბაზოს კარია. სართულის ჰორიზონტალური ხაზებით დასერილი, დანარჩენი მონაკვეთი, კომერციულადაა ათვისებული და სხვადასხვა ზომის სწორკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. პირველი სართული პროფილირებული სარტყელით სრულდება. მეორე სართულის ყველა ღიობი სწორკუთხაა და სამი მხრიდან არშია ევლება, ქვედა ჰორიზონტალური მოჩარჩოება კი ყველასთვის საზიაროა. სართულის განაპირა, სამკუთხა ფრონტონიანი სანდრიკებით დასრულებული ღიობები, წყვილი, კორინთული, კანელურებიანი პილასტრებით არის ფლანკირებული. შუა სამი, ასევე სანდრიკებით დაგვირგვინებული სარკმლის ორ მხარეს, ორი ღიობის მომცველი, ლითონის, აჟურულმოაჯირიანი აივნებია მოთავსებული, ორივე მათგანს საჩრდილობელი ბურავს. მთლიანად ფასადს ასრულებს კრონშტეინების, გირლიანდებისა და გაფურჩქნული ყვავილების ნაძერწი სამკაულების მონაცვლეობით შევსებული ფრიზი. ფრიზი სარტყელსა და ძლიერ შვერილ კარნიზს შორისაა მოქცეული. ეზოს მხარეს არსებული ღია აივნები ამჟამად, ან შემინულია ან ამოშენებული. სახლი აგებული უნდა იყოს XIX საუკუნის მიწურულში. მისი ქუჩისპირა ფასადი კლასიცისტურ და რენესანსულ სტილთა შერწყმას წარმოგვიდგენს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4585
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: პასტერი ლუის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79274549
Y: 41.71419448