{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3168?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3168?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3168?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3168",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3168,
    "ID" : 3168,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX საუკუნის დასაწყისის შეულესავი, წითელი აგურით ნაგები შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი, აღმოსავლეთის ფასადით ბორჯომის ქუჩაზე გამოდის. გეგმარებით კუთხისებრი შენობა ორსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს, ორი სადარბაზო შესასვლელით ქუჩის მხრიდან. აღმოსავლეთ ფასადზე მასათა სიმეტრიული გადანაწილებაა, როდესაც განაპირა რიზალითურ შვერილებში გაჭრილი სადარბაზოს წყვილი კარი და ეზოში გამავალი ჭიშკარი ერთმანეთს აწონასწორებენ, ხოლო მათ შორის, მეორე სართულზე, ზედ სიმეტრიის ღერძზე, ფასადის ერთადერთი რკინისმოაჯირიანი და სახელდახელო წინფრით გადახურული აივანია მოთავსებული. შენობა დამჯდარი პროპორციებისაა და ცენტრალური ფასადის მთავარი, დამანაწევრებელი ელემენტებიც ჰორიზონტალური კვეთისაა, როგორიცაა აგურის წყობაში გამოყვანილი დეკორატიული თარო-სარტყელი და ძლიერად შვერილი კარნიზი. ფასადის ყველა ღიობი სწორკუთხაა და მათ სამკაულს, უგამონაკლისოდ (იგულისხმება ეზოს ჭიშკარიც), ამობრუნებული ტრაპეციის ფორმის თავსართები შეადგენს. \nშენობის სადარბზოს დათვალიერება ვერ მოხერხდა, მაგრამ ცნობილია, რომ ორი, ერთმანეთის გვერდზე განლაგებული კარებებიდან, ერთი პირველ სართულს უკავშირდება, მეორე კი _ მეორე სართულს. კარებები პირვანდელი ხის მოჩუქურთმებული კარებები რკინის უსახური ანალოგიებით შეიცვალა. სადარაბზოები ხის კიბეებით არის გაფორმებული. \nსაფასადო დეკორატიულ წყობა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აგურის წყობაში გამოყვანილი სხვადასხვა გეომეტრიული კომპოზიციებია. მათგან ყველაზე რთული პროფილირებით დენტიკულებიანი და მაღალ კრონშტეინებზე შესმული კარნიზი გამოირჩევა; სართულშუა დეკორატიულ თაროსთან ერთად, აღსანიშნავია იერარქიულად მნიშვნელოვანი, მეორე სართულის ღიობთა მიდამოების დეკორატიული გაფორმებაც. ეს უკანასკნელი მთელი სართულის სიმაღლეზე გადაჭიმულ დაკბილულ აბრისს წარმოადგენს. აგურის დეკორატიული წყობა ქმნის პირველი სართულის რუსტის იმტაციასაც. \nშენობა გვერდითი ჩრდილოეთი ფასადით ბორჯომის ქ. #10-ში მდებარე თბილისის #2 ტუბერკულოზის დისპანსერის წინა ეზოს ესაზღვრება, ხოლო სამხრეთის ფასადით შესაბამის ნომერში მდებარე მეზობელ სახლს. სახლის უკანა, ზურგის ფასადი დასავლეთით ეზოს სიღრმეში განვითარებულ პერპენდიკულარულ ფრთას წარმოადგენს. \nქუჩისპირა ევროპულ ფასადს თბილისისთვის დამახასიათებელი გეგმარებითი სპეციფიკა უპირისპირდება ეზოს მხარეს _ უკანა ფასადი ხის კონსტრუქციებით აგებული ღია, გალერეის ტიპის აივნებით იხსნებოდა ეზოს შიდა პერიმეტრისკენ. ამჟამად, აივნები პირველი სართულის დონეზე სრულიად ამოშენებულ-გაფართოებულია, მეორე სართულზე კი მინაში ჩასმული შუშაბანდებია მიჯრით გაყოლებული. შუშაბანდების კომპოზიციამ ჯერ კიდევ შემოინახა აივნის ჭვირული მოაჯირები, წახნაგოვანი სვეტები პროფილირებული სვეტისთავებითა და კარნიზის კრონშტეინები. შიდა ეზოში რკინის ორმარშიანი კიბეა მეორე სართულს მიდგმული. ეზოს ბოლოში, დასავლეთ მხარეს, მეორე საცხოვრებელი სახლია ჩადგმული, რომელიც უშუალოდ ებჯინება ზემოთხსენებულ, ბორჯომის ქუჩაზე გამომავალ შენობას. განახლებული ასფალტის საფარქვეშ ძლივსღა მოჩანს სარდაფის ნახევარსარკმლები. სარდაფების ნახვა ვერ მოხერხდა, თუმცა ცნობილია მათი მიახლოებული სიმაღლე _ 2 მ. შენობის საშუალო სიდიდის ეზო სწორკუთხა პერიმეტრისაა, მნიშვნელოვანი გამწვანებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუ არ ჩავთვლით ქუჩის მხარეს კარიბჭის აგურის მორღვეულ კედელს. სახურავი გამოცვლილია და წყლის ჩამოდინების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს. რაც შეეხება ავთენტურობის საკითხს, შეიძლება ითქვას, რომ შენობის ავთენტურობა მეტწილად შენარჩუნებულია. ეს განსაკუთრებით ცენტრალურ ფასადზე ითქმის, რადგან ეზოს მხრიდან ღია აივნები დღეს აღარ არსებობს, ჭვირული მოაჯირებისა და სვეტების ცალკეული ფრაგმენტების გარდა; შემორჩენილია ავთენტური კარნიზიც. ზემოთქმულიდან გამომდინარე აუცილებელია შენობის ფიზიკური შენარჩუნება და მისი ფიზიკური დაცვა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3986",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბორჯომის ქ./8",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.791752600000002,
    "Y" : 41.719495389999999
  }
}