ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3164
ObjectID: 3164
ID: 3164
Name: გერმანიის საელჩო
FullName: გერმანიის საელჩო
Description: ალექსანდრ შიმკევიჩის მიერ 1896 წელს აგებული ნაგებობა ბაქოს პირველი გილდიის ვაჭრის, გერასიმე ტუმაევის საცხოვრებელი სახლი იყო. შენობა XIX საუკუნის მიწურულის მდიდრული საცხოვრებელი სახლისა თუ სასახლი ყაიდის, ბაროკალური არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით უხვად დეკორირებულ, ეკლექტური სტილის ნიმუშს გვთავაზობს, რომლის ფასეულობას ქმნის არა მხოლოდ გემოვნებითა და ოსტატობით შემკული მთავარი ფასადი, არამედ პლასტიკური ნაძერწობითა და კედლის მხატვრობით გაფორმებული ინტერიერიც. ქუჩის ხაზიდან საკმაოდ შეწეული, გეგმით „П“ მოხასულობის ორსართულიანი შენობა ცენტრალურ ნაწილში მესამე, სხვენის სართულით, სადღესასწაულო იერის მქონე ფასადითა და მის წინ განთავსებული კურდონერის ტიპის, პატარა სკვერით გამოდის გამზირზე. ნაგებობის თავდაპირველი ნაწილი ორსართულიანია, შენობის სიღრმეშო განვითარებულ მოცულობაზე დაშენებული სართული გვიანდელია. შენობის მთავარი ფასადი საერთო კონფიგურაციითა და მასათა განაწილებით ასიმეტრიულ კომპოზიციას გვთავაზობს, მაშინ როცა თავად ფასადის პორტალის სახით გადაწყვეტილი ცენტრალური ნაწილი სრულ სიმეტრიას იცავს. ერთნაირად რუსტირებული კედლის სიბრტყის მქონე ნაგებობის საერთო მოცულობიდან წინ გამოსული პორტალი სიმაღლეშიც ნახევარი სართულით ასცდა მას. იგი ერთ ღერძზე ასხმულ, სხვადასხვა ზომისა და შემკულობის სარკმელთა შორის მოქცეულ, შენობის სიღრმეში შესულ, ორსვეტიან მცირე პორტიკსა და მის თავზე განთავსებულ, მეორე სართულის მშვილდთაღოვან აივანს წარმოადგენს. პორტალს საზეიმოდ ასრულებს პარაპეტი და ერთიანად მოჩითული, ძლიერადშვერილი კარნიზი, რომელსაც ქვემოთ, პორტალის მთელს სიგრძეზე მცენარეულორნამენტული რელიეფით დაფარული ფრიზი გასდევს. პორტიკთან მიმავალი, ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული კიბე, ცხადია, ახალია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, იგი თავდაპირველს იმეორებს. კარ-სარკმლები აქაც, ისევე როგორც გვერდით ფასადებზე, მეტალოპლასტიკისაა. ფასადის მთავარ აქცენტს სწორედ ზემოთხსენებული, მეორე სართულის, შენობის მოცულობაშ ჩამჯდარი ბალუსტრადის ტიპის აივანი წარმოადგენსერთიანადსხმული ბალასინებიანი მოაკირით. აივნის შემომწერი მშვილდა თაღი უხვადაა შემკული ნალესობაშგამოყვანილი ორნამენტებითა და ნაძერწი პლასტიური გამოსახულებებით. საჭექი ქვა მცენარეულ საბურველში ჩაფლული სატირის თავის ფორმითაა გადაწყვეტილი, თაღის მოჩარჩოებული კედლის სწორკუთხა არის ზედა კუთხეებში კი ნახევრადფანტასტიკური ფრთოსანი არსებების მაღალი რელიეფით შესრულებული, თითქმის მრგვალ ქანდაკებაში გარდამავალი გამოსახულებებია ჩასმული. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მოცემული რელიეფის შესრულების ოსტატობა. სატირის სახეს, ისევე როგორც მის თავზე რქიან არსებას საფასადო პლასტიკისთვის იშვიათად მეტყველი მზერა და უჩვეულოდ ცოცხალი გამომეტყველება გამოარჩევს. ხსენებული რელიეფი სცილდება მხოლოდ საფასადო პლასტიკის ფენომენს და დამოუკიდებელ მხატვრულ ღირებულებას ქმნის, ამას ადასტურებს ფასადზე კიდევ რამდენიმე ადგილას გამოყენებული ნაძერწობა, კერძოდ, პორტალის მეორე სართულის სწორკუთხა სარკმლების თავზე ფრონტონში ჩასმული მოხუცი, გვირგვინოსანი ქალის თავები, იმავე სარკმლების მომსაზღვრელი ნახევარსვეტების კვადრატული ბაზისის შემამკობელი გრიფონის გამოსახულებები და პორტალის პირველი სართულის სარკმლების საჭექი ქვის რელიეფი. ფასადის პლასტიკურ შემკულობასთან არც სვეტისთავები რჩება ვალში. ფასადზე გამოყენებული კორინთული ორდერის ყველა სვეტი ერთნაირადაა დამუშავებული. საკმაოდ მაღალ, სწორკუთხა ჩაღრმავებებით პროფილირებულ კვადრატულ ბაზისზე შემდგარი სვეტების სიმაღლის თითქმის ნახევარი კანელურებითაა დაღარული, დანარჩენი კი ტოსკანური სვეტივით გლუვია. მათ კლასიცისტურად დამუშავებული კომპოზიციური ტიპის კაპიტელები ამშვენებს, რომლის შემკულობაშიც ყურადღებას იქცევს ზედა ნაწილში, აკანთის ფოთლების თავზე, კუთხეებში ჩასმული ვერძის თავის გამოსახულებები. მკვეთრად განსხვავდება შენობის გვერდითი ფასადები. აქ ფასადები სადაა, რომელსაც მხოლოდ ნალესობაშ გამოყვანილი რუსტი და სადა, თითქმის შეუმკობელ სარკმელთა რიგი ანაწევრებს. შენობის ამ ნაწილს ასრულებს პორტალთან შედარებით გაცილებით უფრო სადა პარაპეტი და მარტივი კარნიზი იონიკების მწკრივით. ყურადღებას იმსახურებს ნაგებობის მარცხენა კუთხეზე, პორტალსა და მისგან ოდნავ სიღმეშიწანაცვლებულ ძირითად მოცულობას შორის განთავსებული მომრგვალებული პორტიკი ღია ბალუსტრადა-აივნით თავზე. განსაკუთრებულ ყურადღებას შენობის ინტერიერი იმსახურებს, რომელიც ბაროკოსა და როკოკოს სტილის მეშვეობით შექმნილ სადღესასწაულო იერის მქონე ჰოლსა და ორიოდ დარბაზს გვთავაზობს. სამწუხაროდ ჩვენამდე არ მოღწეულა უშუალოდ შესასვლელი, რომელიც ეჭვგარეშეა, მდიდრულად იქნებოდა მორთული. სამსგიეროდ კარგადაა შემონახული კიბის უჯრედი - საპარადო მარმარილოს კიბეებითა და ლითონის ორნამენტული მოაჯირით და მეორე სართულის ვესტიბიული მოზაიკური სხმული იატაკითა და კელის და პლაფონის მოხატულობით. მარმარილოს კიბეებს ვესტიბიულში ავყავართ სადაც ნალესობაში გამოყვანილი, მოოქროვილი არქიტექტურულ-პლასტიკური ელემენტებით გადატვირთულობა სადღესასწაულო განწყობას ქმნის. კიბის ე.წ. „ფანტასტიკური სტილის“ ლითონის ორნამენტულ მოაჯირს აქ ფასადის მსგავსი ბალუსტრადა ცვლის, რომელზეც წყვილ-წყვილად აღმართულია კომპოზიტური კაპიტელის მქონე სვეტები. სვეტებით თითოეულ წყვილს მათ გასწვრივ კედელს აყოლებული, იდენტური პილასტრების წყვილი შეესაბამება. ინტერიერის მთავარ სამშვენისს კედლისა და ჭერის ტემპერის საღებავებით შესრულებული მხატვრობა წარმოადგენსკედლის მხატვრობა ანტიკურ მითოლოგიურ მოტივებზე აგებულ, მრავალფიგურიან კომპოზიციას წარმოგვიდგენს. ინტერიერში კიდევ ორი დარბაზი იქცევს ყურადღებას ნალესობაშ გამოყვანილი პროფილირებული პლაფონებითა და „მოოქროვილი“ ორნამენტით შემკული კარნიზით. შენობას აქვს თანადროული მცირე ზომის, სულ რამდენიმე სათავსისგან შემდგარი სარდაფი. სარდაფის სადგომები კამარითაა გადახურული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4253
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./166
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1896 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: ადმინისტრაციული>>სხვა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.78964046
Y: 41.71909299