CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3154
ObjectID: 3154
ID: 3154
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. იგი აგურით არის ნაგები, ორსართულიანია და აქვს ეზო. მის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. მთავარი ფასადი დავით აღმაშენებლის გამზირზე გამოდის, სიმეტრიულია და გამოირჩევა დეკორატიული გაფორმებით, შელესილია და შეღებილი. იგი მორთულია მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტებით. ანალოგიურად არის გაფორმებული კარგარეთელის ქუჩის ფასადიც. იგი ოდნავ წაგრძელებულია შენობის თანადროული, ერთსართულიანი მინაშენით (კომერციული დანიშნულების). სახლის I სართულზე სავაჭრო ობიექტებია განთავსებული, ხოლო II-ზე საცხოვრებელი ბინები. I სართული დიდ ხის შეწყვილებული ვიტრინებით იხსნება. მთავარი ფასადის ცენტრში სადარბაზოს ხის დეკორატიული ჭრით დამუშავებული ორფთიანი კარია, ლითონის აჟურული ცხაურებით. შენობის ფასადებს ვერტიკალურად პილასტრების რიგი ანაწევრებს, რომლებიც ჰორიზონტალური სარტყლებით იკვეთება. პილასტრები II სართულის დონეზე დეკორატიული ელემენტებითაა შემკული. პილასტრებს შორის წყვილ-წყვილი ფანჯარაა, რომელთა წირთხლების წიბოები წაკვეთილია, რაც მეტ მომხიბვლელობას სძენს მათ. პილასტრების თავზე ფრიზია ფლორისტული ნაძერწი ელემენტებითა და პროფილირებული მოდულიონების მონაცვლეობით გაფორმებული. მთავრაი ფასადი აქცენტირებულია ცენტრში, სადარბაზოს თავზე II სართულზე ლითონის აჟურული გადმოკიდებული აივანია, ნაჭედი დეტალებით და პარაპეტის სიბრტყეში ჩაშენებული სამერცხლით, რომლის გვერდები დაქანებულია, ხოლო ცენტრალური ნაწილი გაშლილთაღოვანია და ფლორისტული ნაძერწი ელემენტებითაა მორთული. ამ ნაწილში ჩაყოლებულია სხვენის ფანჯარა და ორდონიანი ლესვით დამუშავებული საფასადო სიბრტყე. შენობის ორივე ფასადს აბოლოებს პარაპეტი, რომელიც დანაწევრებულია ტრაპეციული ტუმბოებით, თავზე პროფილირებული კარნიზით და თაღოვანი თავსართებით. მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილში ტუმბოები შედარებით მაღალია, მათ ორქანობიანი თავსართები აქვთ. როგორც აღვნიშნეთ, კარგარეთელის ქუჩის ფასადი წაგრძელებულია ერთსართულიანი ნაგებობით, რომელსაც ასევე პარაპეტის ტუმბოები და მათ შორის ჩაყოლებული ლითონის ბადეები ავსებს (ავთენტური). ეზოში ზემოთხსენებული ერთსართულიანი ნაწილის გვერდით მდებარე ლითონის ჭიშკრის გავლით ვხვდებით. ეზოს ფასადები გადაკეთებულია და დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე. აღმაშენებლის გამზ. #133/11 სახლი წარმოადგენს გამორჩეული მხატვრული და არქიტექტურული ღირებულების შენობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქუჩის, ისე ქალაქის მხატვრულ-არქიტექტურულ იერის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4156
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./133.კარგარეთელი იას ქ./11
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79357546
Y: 41.71510707