{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3152?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3152?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3152?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3152",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3152,
    "ID" : 3152,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "XX დასაწყისის შეულესავი აგურით ნაგები შენობა ორსართულიან საცხოვრებელ სახლს წარმოადგენს და მთავარი დასავლეთის ფასადით ბორჯომის ქუჩაზე გამოდის. კვადრატული გეგმარების მქონე შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და ორ ზირითად შესასვლელს მოიცავს: სადარბაზო კარსა და ჩრდილოეთი მხარეს მიდგმულ ეზოს ჭიშკარს (ავთენტური ჭიშკარი დაკარგულია). სწორი და სასიამოვნო პროპორციების მქონე ცენტრალური ფასადი დეკორატიული გაფორმების თვალსაზრისით, მოდერნის ნიშნებს ატარებს. საფასადო კომპოზიცია მკაფიოდ და სადად დანაწევრებულია და სართულშუა თაროსა და კარნიზის ორ, ძირითად ჰორიზონტალს შორის მოქცეულ კედლის სიბტყეებს მოიცავს. თაროც და კარნიზიც ერთნაირად არის დამუშავებული _ აგურის წყობაში გამოყვანილი დენტიკულებიანი წყობით. მხატვრულ-არქიტექტურული აქცენტი შენობის ჩრდილოეთ ფრთაზეა დასმული, როდესაც ერთადერთი სადარბაზო კარი მცირე რიზალითურ შვერილშია მოთავსებული. საფასადო კომპოზიციის მეორე ასეთ მახვილს რკინი მოაჯირიანი აივანი წარმოადგენს. ფასადის ყველა კარ-სარკმელი სწორკუთხაა, ასევე იდენტურია მათი აგურის წყობაში გამოყვანილი მაღალი დენტიკულებიანი თავსართები. საფასადო სიბრტყის დეკორატიული გაფორმება, გარდა აგურის წყობაში გამოყვანილი გეომეტრიული ნახატის მქონე წყობისა, ძალიან ძუნწ ჩამონათვალს მოიცავს, ისეთ, როგორიცაა აივნის რკინის მოაჯირზე დატანილი ვარდულები და ფოთლოვანი გირლანდა, ასევე ავთენტურ სადარბაზო ხის კარზე დატანილი ამოკვეთილი ტალღოვანი ორნამენტი. \nსადარბაზო შესასვლელის ნახვა ვერ მოხერხდა (დაკეტილი იყო), მაგრამ კედელში ღრმად შეწეულ კართან მოპირკეთებულია მომცრო იატაკის ნაკვთი მოზაიკური საფეხურითა და კერამიკული ფილებით; აშკარაა, რომ სადარბაზო ქვის იატაკითა და რკინის მოაჯირიანი კიბეებით უნდა იყოს გაფორმებული, როგორც ამ ტიპისა და თარიღის ნაგებობების აბსოლუტურ უმრავლესობაში ხდება. \nშენობის სამხრეთ ფასადი მეზობელ სახლს ებჯინება ყრუდ. ხოლო ჩრდილოეთის გვერდითი ფასადი, რადგან ჭიშკრიდან ეზოში გამავალ მონაკვეთს უყურებს, ბოლომდე ყრუ არაა და სიმეტრიის ღერძზე დატანილი ვერტიკალური ღარის ორსავე მხარეს, ორივე სართულზე თითო-თითო სარკმელია გაჭრილი. ზურგის ფასადზე ერთიან სწორ სიბრტყეზე გადაჭიმული შუშაბანდებია მოთავსებული; პირველი სართულის შუშაბანდები ამოშენებულია. \nეზოს ფასადის მხატვრულ-კონსტრუქციულ სამკაულს რკინის სერპანტინიანი კიბე წარმოადგენს. ეზოს ახლოდან დათვალიერება ვერ მოხერხდა (ჩაკეტილი ჭიშკრის გამო), შესაბამისად, ვერ მოხერხდა სარდაფების ნახვა (თუმცა მათი სავარაუდო სიმაღლე 2,20 მეტრზე მეტი არ უნდა იყოს). ეზო საკმაოდ დიდი და თავისუფალია, თუ არ ჩავთვლით, დასავლეთით მდგომ მეზობელი სახლის გვერდითა ყრუ ფასადზე მიშენებულ მცირე საცხოვრებელ ფართს დამხმარე სათავსოთი (ამჟამად მორღვეული სილუეტის მნაშენები მიტოვებული და უცხოვრებელია). ეზო რამდენიმე დიდი ხით არის გამწვანებული. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა საშუალოა. სადარბაზო შესასვლელთან ჩამოტეხილია აგურის წყობა, ჩრდილოეთის ფასადზე ერთი სარკმელი ჩამტვრეულია (როგორც ჩანს იქ არავინ ცხოვრობს), ეზოს ფასადზე საყრდენის გამაგრებას მოითხოვს რკინის ხვეული კიბე. შენობის ავთენტურობა მეტწილად შენარჩუნებულია. ეზოს ფასადის გარდა ყველა დანარჩენის ავთენტურობა ხელშეუხებელია. ეზოს ფასადიდან მხოლოდ მეორე სართულის ხის კონსტრუქციებზე გამართული შუშაბანდებია და რკინის სერპანტინიანი კიბეა დასაცავი ავთენტური ფასეულობა. დასვნის სახიტ შეიზლება ითქვას, რომ შენობის ფიზიკური შენარჩუნება აუცილებელია და დასაცავია მისი მხატვრული გადაწყვეტა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3979",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბორჯომის ქ./13",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.792567140000003,
    "Y" : 41.719450119999998
  }
}