ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3148
ObjectID: 3148
ID: 3148
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ე.წ. "ნიკოლოზის" აგურით ნაშენი ორსართულიანი შენობა (ცოკოლის სართულით) მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. ციკოლის სართული შერეული წყობითაა ნაშენი (ე.წ. "ქართული" აგური და ქვიშაქვა). სახლს მართკუთხა გეგმა აქვს. მთავარი ფასადი სადარბაზოს ღერძის მიმართ სიმეტრიულია. მას სამ ნაწილად ჰყოფს ფასადის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალიტები, რომლებიც ისევეა დამუშავებული, როგორც ფასადის დანარჩენი ნაწილები. რიზალიტების სიბრტყეები მორთულია, I სართულზე ჩართული ნალესი კვადრებით და II სართულზე სტილიზებული იონური კაპიტელებიანი პილასტრებით, რომელთა შუა ნალესი და ნაძერწი ელემენტებით მორთული ფანჯრებია. სახლს აბოლოებს პარაპეტი, ამოშენებული ტუმბოები, რომელთა შორის ხის პროფილირებული მოაჯირია შემორჩენილი, ხოლო შემავსებელი დეტალები დაკარგულა. რიზალიტების თავზე პარაპეტი შედარებით დიდი ზომისაა. მაის ქვეშ, ფასადს ორნამენტებიანი ფრიზი გასდევს. ფასადს ჰორიზონტალურად ჰყოფს პროფილირებული კარნიზი. კედელი დაბალი, რუსტირებული ლესვითაა დამუშავებული. II სართულზე, სიმეტრიულად განთავსებულია ლითონის აივნები. ამათგან მარცხენას გაბარიტები შეცვლილი აქვს მოსახლეს, რის გამოც იგი საკმაოდ ტლანქი და უსახურია. მეორე აივნის (სახლის თანადროული) კონსტრუქცია ამორტიზირებულია, მოაჯირი კი დაჟანგული. ფასადის ცენტრში სადარბაზოს ხის, მაღალი მხატვრული ღირებულების კარია. სადარბაზოში ორმარშიანი კიბეა ლითონის მოაჯირით. მოჯირზე შემორჩენილია სახლის თანადროული ლითონის სხმული დეტალები. იატაკი მოპირკეთებულია ძველი მოჭიქული შავ-თეთრი ფილებით. ფასადის მარცხენა განაპირა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბია ლითონის უსახური ჭიშკრით. რთული რელიეფის გამო, ცოკოლის სართული (ეზოს ფასადი), სრული სართულის სიმაღლე გამოდის. ეზოს ფასადების ზედა სართულები ხის შუშაბანდებითაა შევსებული, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შერჩენილი აქვს პირვანდელი სახე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეთა მიერ ფასადზე მოწყობილია უსახური მინაშენები, რაც სახლის იერ-სახეს ამახინჯებს. გვირაბის გვერდით ხის ხვეული კიბეა, რომელიც სამივე სართულს ემსახურება. იგი ამ სახლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ელემენტია. ეზოში არის რამდენიმე მინაშენი. დათვალიერების შედეგად, ნათლად ჩანს დეფორმაციები და ბზარები, რომლებიც გამოწვეულია შენობის ხანდაზმულობით და სხვადასხვა გარემოებით. სავალალო მდგობარეობაშია ეზოს ფასადები და საინჟინრო კომუნიკაციები. განაჟონი და ზედაპირული წყლები აზიანებს შენობის საძირკველს. მთავარ ფასადზე ნალესობის ნაწილი ჩამოყრილია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის დონე. რეკომენდაცია - რეაბილიტაცია, რესტავრაცია. სახლი მაღალი მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იგი ქუჩისა და ქალაქის განაშენიანებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5247
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./116
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79750927
Y: 41.71353973